ქართული ფეხბურთი

ეროვნული ლიგა

"პასუხს 15 იანვრამდე ველოდები" - სად გააგრძელებს კარიერას დინო ჰამზიჩი?

AutoSharing Option
ფოტო: facebook.com/FCChikhura/

ბოსნიელმა მეკარემ, დინო ჰამზიჩმა გაზეთ "ლელოსთან" სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

გთავაზობთ ამონარიდს სტატიიდან:

"ვითამაშებ თუ არა ისევ "ჩიხურაში"? ეს ჯერ არ ვიცი. ახლა თავისუფალი აგენტი ვარ, მაგრამ სხვა კლუბისგან წინადადებები არ მიმიღია", - ამბობს ჰამზიჩი.

შესთავაზეს თუ არა საჩხერელებმა ახალი კონტრაქტი? ბოსნიელი მეკარე ამაზე საინტერესო კომენტარს აკეთებს: "ჯერ შემოთავაზება არ მიმიღია. ახლა არც ვიცი, როგორი ვითარება იქნება, მაგრამ იმედი მაქვს, თანამშრომლობა გაგრძელდება. "ჩიხურაში" დიდი ხანია ვთამაშობ და ამ კლუბს, თანაგუნდელებს და გარემოს ძალიან შევეჩვიე. "ჩიხურას" პასუხს 15 იანვრამდე ველოდები.
ვნახოთ, რას მეტყვიან"...

სტატია იხილეთ ვრცლად lelo.ge-ზე