ტარიელ ხეჩიკაშვილი: "არარატთან" წაგებამ ჩვენი იმიჯი შელახა, თუმცა ახალი მწვრთნელის მიზანი ევროტურნირებზე მოხვედრა იქნება

AutoSharing Option
8 იანვარს საფეხბურთო კლუბ "საბურთალოს" პრეზიდენტმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა "ბენდელას" საპრესკონფერენციო დარბაზში გუნდის ახალი მთავარი მწვრთნელის წარდგენისას ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.

"საბურთალოს" მწვრთნელად მინდა წარვადგინო ქართულ ფეხბურთში ერთ-ერთი გამორჩეული მწვრთნელი, როგორც საკლუბო, ისე სანაკრებო დონეზე. მიხარია, რომ გია ცეცაძემ სამწვრთნელო კარიერა "საბურთალოში" დაიწყო და ახლა თავის ოჯახში დაბრუნდა. შეთანხმების მიხედვით, მინიმუმ 3 წელი ვითანამშრომლებთ და დარწმუნებული ვარ, ეს "საბურთალოს" განვითარებას ახალ ბიძგს მისცემს.

გიორგი ჭიაბრიშვილს ჩვენთან ყველაზე დიდხანს მოუწია მუშაობა და განსაკუთრებული მადლობა მინდა მას გადავუხადო, თუმცა შრომას არც სხვა მწვრთნელებს ვუკარგავთ.

სწორი ანალიზი უნდა გავაკეთოთ, თუ წინა წელს რა დავაკელით და რატომ ვერ მოვახერხეთ გულშემატკივართა გახარება. აუცილებლად კრიტიკულნი უნდა ვიყოთ საკუთარი თავის მიმართ, თუმც აბსოლუტურად მიუღებელია ის გინება, რაც მივიღეთ; ფაქტობრივად, ბულინგის მსხვერპლნი გავხდით. ძალიან ცოტა დაგვაკლდა იმისთვის, რომ ქართულ ფეხბურთში დამატებით ინვესტიციებზე უარი გვეთქვა.

ვაანალიზებთ, რომ ნამდვილი გულშემატკივრის წინაშე ვალში ვართ და ამიტომ ვატარებთ სხვადასხვა რეფორმას. ვიცით, რომელიმე ევროტურნირის ჯგუფში მოხვედრა შეგვიძლია და სწორედ ეს გახლავთ მწვრთნელების მუშაობის მთავარი ამოცანა და შეფასების ერთ-ერთი კრიტერიუმიც ეს იქნება.

რეალურად ვაფასებთ ჩვენს შესაძლებლობებს და მომდევნო სამი წლის განმავლობაში მუდმივად ვიბრძოლებთ ჩემპიონობისთვისა და სამეულში მოსახვედრად. ისევე გვსურს, როგორც თასისა და სუპერთასის მოგება. თუმცა, მთავარი მიზანი მაინც ევროტურნირზე მოხვედრა იქნება.

რეგიონის გუნდებს გულშემატკივრის სახით ძალიან დიდი უპირატესობა აქვთ. არ ვაკნინებ "ტორპედოსა" და "დინამო ბათუმის" ხელმძღვანელობის მუშაობას, მაგრამ ამ გუნდების ბოლოდროინდელი წარმატება გულშემატკივრების დიდი დამსახურებაცაა. ამიტომ ეს უპირატესობა როგორმე უნდა დავაბალანსოთ.

მალის და კოხრეიძის საკითხი? ჩვენი ამოცანა ყოველთვის გახლდათ, რომ "საბურთალო"  ფანჯარა ყოფილიყო ფეხბურთელების ევროპაში წასასვლელად. ჩვენი აკადემიიდან წავიდნენ ლაშა დვალი, ვაკო ყაზაიშვილი და წარმატებულად თამაშობენ სხვადასხვა ქვეყანაში. გიორგი ხარაიშვილი ჩვენი გუნდის სული და გული იყო, მაგრამ როდესაც მზად გახდა ევროპაში სათამაშოდ, ხელი არ შეგვიშლია და ახლა ეროვნული ნაკრების წევრი გახლავთ და ჩვენს გუნდს აუცილებლად გამოადგება.

თუმცა, ერთი რამ ცხადი უნდა იყოს: ფეხბურთელი ისეთ კლუბში უნდა წავიდეს, სადაც განვითარდება და სათამაშო დრო მიეცემა. ასეთ შემთხვევაში არავის შევზღუდავთ და ჩვენი გუნდის სიძლიერეც იმაში გახლავთ, რომ ფეხბურთელების სრულფასოვანი ჩანაცვლება შეგვიძლია. უმნიშვნელოვანესია აკადემიაში ინვესტირება და ბევრ ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებას ვაპირებთ უახლოეს პერიოდში, რადგან ძალიან მაღალია მოთხოვნა და ამდენი ბავშვის მიღება ჩვენ არ შეგვიძლია.

"არარატთან" წაგება და რეაქცია? ობიექტურად რომ ვთქვათ, ევროტურნირებზე პირველი ორი მარცხის შემდეგ სავსე სტადიონმა ოვაციებით გააცილა "საბურთალო". არ მახსენდება ისეთი შემთხვევა, რომ გუნდმა სახლში ზედიზედ სამი თამაში წააგო და სამიდან ორში ტაშის თანხლებით გააცილეს. მესამე კი უკვე ნამეტანი იყო. ამიტომ, ზედმეტი გულშემატკივარს არ უნდა მოვთხოვოთ.

აუცილებლად აღსანიშნავია, რომ არიან ქომაგები, რომელთაც ფეხბურთის ცოდნა და სიყვარული არ დაეწუნებათ. მათ წინაშე ვიხდით ბოდიშს. თუმცა არიან ადამიანები, რომლებიც ტოტალიზატორით ცხოვრობენ. ერთ-ერთ რეგიონში გვქონდა თამაში და დავინახე, რომ გულშემატკივრები ჩვენდამი ძალიან აგრესიულად იყვნენ განწყობილები. ვკითხე მოწინააღმდეგე კლუბის ხელმძღვანელობას და გვითხრეს, მაგ თამაშზე ფსონები ჰქონდათ დადებული და ამიტომ არიან ეგრე გაბრაზებულებიო.

პირველ კატეგორიას გული მართლა ძალიან ეტკინა. მე "საბურთალოს" გრძელვადიანი განვითარების კუთხით ვუყურებ და ვხედავ, რომ ძალიან ბევრი სამუშაო გვაქვს. "არარატთან" წაგებამ ჩვენი იმიჯი შელახა და ძალიან უკან დაგვხია", - აღნიშნა ტარიელ ხეჩიკაშვილმა.

მკითხველის კომენტარები / 17 /
არც საბურთალოზე დამიდია რამე ტოტალიზატორში და არც შენი მჯერა რამე. საბურთალოს როგორც გუნდის გაგონებაც არ მინდა. რაც უფრო მეტს იმართლებ თავს, უფრო რომ აზიზღებ ყველას თავს, ამასაც ვერ ხვდები? "წარმატებული" გუნდიდან მთავარი მწვრთნელი გაგექცა და ფეხბურთელების დიდი ნაწილიც მიდის. ესაა შენი დიაგნოზი))
G.LA
09 იანვარი 2020 09:45
4
რა შუაშია ბულნგი და დამსხრებელი კრტიკა როცა ფეხბურთელს არ იმტება გუნდ არ აძლირებ და მერე აგებ თამშსს და გამოდიხარ და იძახი რომ ყველა გუშემტკივარის კრიტკა მიღებელია და ზოგის მისღებივო ეს დამსხრებელია როცა რაღაცას აკთებ ისე უნდა გააკეთო რომ გულშემტკივარის ინტრესიც განთვლსწინო და არამარტო გულშემტკვრის ყველა ხედავდა რომ შემდგელობას ჭირდებოდა გაძლირება რაც არ მოხდა ვერ მოხდააა ეს უსმრთლო და ტყვლიაააა არმოხდა და ვსო შინდგორიძე გაუშვით და არვინ დამატეთ 3 მილონი ლარი ჩაგრცხათ უფებ და ჯიბებიი მოთბეთ ესე არ შიძლება სანმ ასეთი ადმინები იქნებიან კლუბების მფლობელები და მილანის გზასსს უყვებიან მანმდე არფერი გვეშვლება
გიორგი
09 იანვარი 2020 00:53
1
სად გაწია ხარჯები არარატან სპეკტაკლი რომ დაადგმევინა იმიტ? ალბატ ცვირიანი სპეკტაკლი იყო,გასქელდა ამიტ ჯიბეები
iraklis
09 იანვარი 2020 00:43
2
ამ გუნდმა ბევრი საქმე გაუკეთა ქართულ ფეხბურთს. ლანძღვასაც უნდა ზომა და წონა.
მეზობელთან წაგებამ გვატკინა გული, მაგრამ ფაქტია ის კლუბიც ნელ-ნელა შეთამაშდა და ცოტა დააკლდა ჯგუფურ ეტაპზე გასვლამდე. ასე რომ არ იყო სუსტი გუნდი
დავითი
08 იანვარი 2020 22:30
16
გაფიცებ მითხარი ქართულ ფეხბურთში რა არის გაკეთებული? მაგ გუნდის კი არა ზოგადად გეკითხები სხვები მაინც თქვი :-) ქართულ ფეხბურთში ფულს უფრო მეტი შოულობენ ვიდრე შედეგს დებენ.
გიორგი
09 იანვარი 2020 00:06
2
როგორ ყურებამდეა გაღიმებული ესე უსირცხვილოდ თანაც, უნდა მოშორდეს ამ გუნდს სასწრაფოდ იმ შედეგის შემდეგ,ის ფული ხომ დაიხარჯა
gurji
08 იანვარი 2020 19:42
6
მანქანის დამტვრევაში თუ თამაშის გაყიდვას გულისხმობ, მაშინ გვაქვს უფლება რომ უთხრათ. მოვშორდი.
გია
08 იანვარი 2020 21:54
3
მოშორდეს რა სახელმწიფო საკუთრება კი არაა, თავისი გუნდია და უმარავი ხარჯი აქვს გაწეული. ეგ იგივეა კაცმა თავისი მანქანა რომ თუნდაც დაამტვრიოს შემთხვევით და ამ მანქანის მოყვარულმა რომ უთხრას მაგ მანქანაზე არ დაგინახო აწი დამჯდარიო :)
irakli
08 იანვარი 2020 21:38
9
ქართველი გულშემატკივრები ნაცების და ქოცების ბოტებს ემსგავსებით და აღარავითარი აზროვნება აღარ შეგრჩათ მართლა. კაცმა გუნდი სულ ნოლიდან და დაბალი დივიზიონიდან 4 წელიწადში ქვეყნის ჩემპიონად აქცია, რამდენიმე კარგი ტალანტიც გამოზარდა, პირველივე სეზონში ევროტურნირების მესამე ეტაპამდე მივიდა გუნდი და მაინც აგინებთ. რას მიიკერეთ პირზე ეს "სომხური არარატი"? საერთოდ არარატის შემადგენლობას ან ღირებულებას თუ გადახედეთ ვინმემ? ჰოლანდიის ერედივიზიონიდან და ჩვენზე ათჯერ ძლიერი ჩემპიონატებიდან რომ ყავდათ ფეხბურთელები? ჩვენზე ძლიერი თუ არა ნაკლები არაფრით იყო და ტოლ-სწორ ბრძოლაში მიზერული სხვაობით დავმარცხდით. მერე რა მოხდა? პირველივე სეზონში გინდოდათ ევროპა დაგვეპყრო? რომელ სხვა ქართულ გუნდს მოთხოვეთ ერთი ამხელა შედეგი ამ საბურთალოს რო არ ანებებთ თავს? მე ვიცი რატომაც არ ანებებთ, მაგრამ მწარეა სიმართლის მოსმენა. შეეშვით ბიძია ტოტალიზატორში თამაშს და უყურეთ ნათელი გონებით ფეხბურთს და ნერვებიც მოგიწესრიგდებათ. თუ არადა ამდიდრეთ ტოტალიზატორები და ჯავრი საკუთარი ქვეყნის გუნდებზე იყარეთ. თქვენ რო მარტლა გულშემატკივარი იყოთ ხმას მაინც ამოიღებდით სტადიონზე. ზაფხულში ყველა საშინაო მატჩს დავესწარი ევროტურნირებისას და თავი პანაშვიდზე მეგონა ისეთი სიჩუმე იყო ტრიბუნებზე. ვისაც მართლა გული შეტკივა ქართულ ფეხბურთზე სხვანაირად იქცევა.
superman
08 იანვარი 2020 19:42
24
გეთანხმებით უმადურები არ უნდა ვიყოთ, მაგრამ ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ აქ მხოლოდ ქართული ფეხბურთის ქომაგები კი არა მისი არაკეთილმოსურნეებიც ბევრია და ისინიც ფეხბურთის დღეს დილიდან რომ კანკალებენ ტოტალიზატორში დადებული ანგარიშის გამო და არა ფეხბურთის გამო. იმაშიც გეთანხმებით, რომ მთელი მატჩის განმავლობაში 70%-ზე მეტი არარტ, არარატ ისმოდა და ვერ გაიგებდი თამაში ერევანში იყო, თუ თბილისში მაშინ როცა 10 000 კაცში სულ 300 კაცი იყო ალბათ არარტის ქომაგი. მაგრამ მწვრთნელმა და არა მარტო მწვრთნელმა ისეთ თამაშს სპორტულის გარდა სხვა დატვირთვაც, რომ აქვს სპორტული ვარჯიშების გარდა სხვა რამითაც უნდა დამუხტოს ფეხბურთელები, განსაკუთრებით მატრაკვეცა და თავში ავარდნილები. გეცოდინებათ დიდი ბორიას ნათქვამი თანაგუნდელისადმი „შენ ამ ხის კარებს კი არ იცავ, დარიალის კარიბჭის დამცველი ხარო“.
გიზოგ
09 იანვარი 2020 16:26
0
გიცანით ტარიელ.
გია
08 იანვარი 2020 21:50
7
ნორმალურ ქვეყანაში შენ გარეთ არ უნდა დადიოდე.
ფანი
08 იანვარი 2020 19:41
5
ეს კაცი გააჩერეთ ვინმემ !!! მისი თითოეული კომენტარი შეურაცმყოფელია. ისე დამღალა რომ უაზრო კომენტარების და ვითომ ინტერვიუების კომენტირების თავიც და სურვილიც აღარ მაქვს. მარტივად, ინტელექტის დეფიციტი კი არა, ფსკერზე ქვემოთ იმყოფება ტენდეროვიჩი
Iberia
08 იანვარი 2020 18:52
5
კიდე ტოტალიზატორზე ლაპარაკობს. არ ეშვება.
გია
08 იანვარი 2020 18:50
5
რაო უეფამ რა მოგწერათ წერილი რომ აფრინეთ, თამაში გაყიდეთო???
ვახო
08 იანვარი 2020 18:20
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული