"ქუთაისის "ტორპედო" იტალიელთა საკუთრებაში გადავა" - "ტორპედოს" ეშველა?

AutoSharing Option
"საბედნიეროდ, ქუთაისის "ტორპედოს" საკითხი გადაწყდება და კლუბს იტალიელები ჩაიბარებენ", - ამის შესახებ "ტორპედოს" პრესსამსახურის უფროსმა ედო ბადალაშვილმა გაზეთ "ლელოს" უთხრა.

"ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ 10 იანვარს იტალიელი ინვესტორი შეხვდა ქუთაისის მერს, გიორგი ჭიღვარიას და იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულს, ზვიად შალამბერიძეს. შეხვედრა რამდენიმე საათს გაგრძელდა. ამის შემდეგ შევიტყვეთ, რომ ყველა მნიშვნელოვან საკითხზე შეთანხმდნენ. ორშაბათს ან სამშაბათს კი ეს შეთანხმება ოფიციალურ ხელშეკრულებაში აისახება, ქუთაისის "ტორპედო" კი იტალიელთა საკუთრებაში გადავა", - ამბობს ბადალაშვილი.

"ფეისბუქგვერდი" "ჩვენ ვართ ტორპედო" - სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც წერს:

"ქუთაისის "ტორპედოსა" და იტალიელ ინვესტორებს შორის საბოლოო შეთანხმება 13 იანვარს მოხდება. მთელი დღის განმავლობაში ქუთაისის მერიაში შეხვედრა იყო ქალაქის წარმომადგენლებსა და პარტნიორობით დაინტერესებულ ორ იტალიელს შორის, სადაც, როგორც ჩანს, ყველაფერი კარგად დასრულდა. ორშაბათს კიდევ ელოდებიან თანაინვესტორებს და ყველაფერი ოფიციალურად გაფორმდება. იტალიელები საქართველოს მამაქალაქში დიდი მიზნებით მოდიან. დანარჩენს დრო გვიჩვენებს, რა და როგორ იქნება", - წერს "ჩვენ ვართ "ტორპედო".

მკითხველის კომენტარები / 20 /
მალე ქართული იუვენტუსი გვეყოლება, ლოგო უკვე გვაქვს შესაფერისი
როლანდო
15 იანვარი 2020 00:20
1
კარგია, რომ ტორპედო არ დაიშალა და შესძლებს აღორძინებას, თუ კვლავ რაიმე აფიორა არ იქნა. (ისე ეს ,,მამაქალაქი" რა უბედურებაა, საიდან მოიგონეს ან სად გაუგიათ)
მერაბი
14 იანვარი 2020 15:03
1
მთავარია ყველა ის კადრი მოიცილოს ვისაც პატიოსნად მუშაობა არ შეუძლია ჩეველაშვილის და მისი მსგავსების სახით!!
Gocha
14 იანვარი 2020 10:40
2
მორიგი ბლეფი
ჰმ!
13 იანვარი 2020 20:43
5
წარმატებები ტორპედოს
gogia
13 იანვარი 2020 18:47
0
ვინა არიან ეს იტალიელები არ იქნებ მოიკვლიოთ და დაწეროთ.
მორიგი აფიორის სუნი ასდის ამ ყველაფერს, იმიტომ რომ წარმოუდგენელია სერიოზულ ადამიანს ევროპიდან ქუთაისში ფულის ჩადება მოუნდეს.
გელა ნუგზარაშვილი
13 იანვარი 2020 17:57
3
კომენტარები რატო იშლება ადმინ ხო არ მეტყვი? დაემსგავსეთ კომუნისტებს? გასაგებია გინება არ შეიძლება მაგრამ აზრის გამოხატვაც? აღარ მგონია მაგის მერე ამ საიტზე შემოვიდე სადაც ადამიანი თავის აზრს ვერ გამოხატავს. არ მოველოდი თქვენგან მაგას. კარგად ბრძანდებოდეთ
თემო
13 იანვარი 2020 17:36
1
mokled amdeni imedismomcemi gancxadebebit davigalet, ra gadauckvetelia amnairi, rit ver moaceren xeli, davizabet mteli kutaisi elodeba amdeni xania, damtavrdes bolo bolo da chvenc davisvenebt da tkvenc. dges velodebit sasixarulo inpormacias, kutaisi namdvilad imsaxurebs ert normalur gunds da kutaiseli gulchematkivari imedebs ar gagicruebt, erti suli gvak rodis daickeba chempionati da rodis gavavsebt didi ramaz chengelias saxelobis stadions.
KUTAISELI
13 იანვარი 2020 16:26
1
ღმერთმა ჰქნას რომ მეტი და მეტი, ფინანსურად და მიზნებით ძლიერი ინვესტორი მოვიდეს და არა ბიუჯეტის ფულის ხერხვის სპეციალისტების ხელში იყოს ქართული ფეხბურთი.
თუმცა აქვე ვიტყვი რომ მგონი ეს ჩაჩავაზე მოკლე ისტორია იქნება...მე ასე მგონია და მინდა რომ სფფ და ყვეალ ფრთხილად იყოს რომ მერე კლუბი არ დაისაჯოს რაიმეს გაუთვალისწინებლობის გამო. ამიტომაც ვამბობ ყველა კლუბი გასატანია საერთაშორის ღია აუქციონზე და იქ გასაყიდი და არა ასე კუთხე-კუთხე ძიებით..
პროცესი როგორაც არ უნდა წავიდეს, წელს ტორპედოს ერთადერთი სამიზნე იქნება 7-4 ადგილებს შორის მოხვედრა რომ გავარდნა არ დაემუქროს.დანარჩენს კი დრო გვიჩვენებს.
Jango
13 იანვარი 2020 15:42
1
სასიხარულო ინფორმაციაა!!! გილოცავთ ყველას... საქართველოს ფეხბურთის... გულშემატკივრებს!!!
tngh
13 იანვარი 2020 14:12
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული