ქართული ფეხბურთი

ეროვნული ლიგა

"ქუთაისის "ტორპედო" იტალიელთა საკუთრებაში გადავა" - "ტორპედოს" ეშველა?

AutoSharing Option
"საბედნიეროდ, ქუთაისის "ტორპედოს" საკითხი გადაწყდება და კლუბს იტალიელები ჩაიბარებენ", - ამის შესახებ "ტორპედოს" პრესსამსახურის უფროსმა ედო ბადალაშვილმა გაზეთ "ლელოს" უთხრა.

"ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ 10 იანვარს იტალიელი ინვესტორი შეხვდა ქუთაისის მერს, გიორგი ჭიღვარიას და იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულს, ზვიად შალამბერიძეს. შეხვედრა რამდენიმე საათს გაგრძელდა. ამის შემდეგ შევიტყვეთ, რომ ყველა მნიშვნელოვან საკითხზე შეთანხმდნენ. ორშაბათს ან სამშაბათს კი ეს შეთანხმება ოფიციალურ ხელშეკრულებაში აისახება, ქუთაისის "ტორპედო" კი იტალიელთა საკუთრებაში გადავა", - ამბობს ბადალაშვილი.

"ფეისბუქგვერდი" "ჩვენ ვართ ტორპედო" - სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც წერს:

"ქუთაისის "ტორპედოსა" და იტალიელ ინვესტორებს შორის საბოლოო შეთანხმება 13 იანვარს მოხდება. მთელი დღის განმავლობაში ქუთაისის მერიაში შეხვედრა იყო ქალაქის წარმომადგენლებსა და პარტნიორობით დაინტერესებულ ორ იტალიელს შორის, სადაც, როგორც ჩანს, ყველაფერი კარგად დასრულდა. ორშაბათს კიდევ ელოდებიან თანაინვესტორებს და ყველაფერი ოფიციალურად გაფორმდება. იტალიელები საქართველოს მამაქალაქში დიდი მიზნებით მოდიან. დანარჩენს დრო გვიჩვენებს, რა და როგორ იქნება", - წერს "ჩვენ ვართ "ტორპედო".

ასევე დაგაინტერესებთ