მიშიკო სარდალიშვილი "ჩიხურადან" "მერანში" გადავიდა

AutoSharing Option
"ჩიხურას" აწ უკვე ყოფილი ნახევარმცველი მიშიკო სარდალიშვილი კარიერას ეროვნული ლიგის დებიუტანტში, თბილისის "მერანში" გააგრძელებს, - ამის შესახებ ინფორმაციას დედაქალაქური გუნდი "ფეისბუქის" გვერდით ავრცელებს:

"უმაღლესი ლიგის დებიუტანტის პირველი ახალწვეული - მიშიკო სარდალიშვილია. 27 წლის ნახევარმცველმა კლუბთან 1-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

გასულ სეზონში სარდალიშვილი ​ საჩხერის "ჩიხურას" ღირსებას იცავდა, სადაც 34 შეხვედრა ჩაატარა, გაიტანა 8 გოლი და 8 საგოლე გადაცემა მიითვალა.

თბილისის "მერანი" აქტიურ მზადებას 15 იანვარს დაიწყებს. მზადების პირველ ეტაპს გუნდი თბილისში გაივლის, სადაც რამდენიმე ამხანაგურ შეხვედრას გამართავს".

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული