ქართული ფეხბურთი

ეროვნული ლიგა

თბილისის "დინამოს" მეტოქეები შეკრებაზე ცნობილია

AutoSharing Option
"დინამო თბილისი" 16 იანვრიდან შეკრებას თურქეთში გაივლის.

ანტალიაში საწვრთნელი შეკრების პირველი ეტაპი 16 იანვრიდან თვის ბოლომდე გასტანს და ამ პერიოდში საქართველოს ჩემპიონი 4 ამხანაგურ შეხვედრასაც გამართავს.

18 იანვარს "დინამო" რუმინულ "ვოლუნტარის" გაეჯიბრება, 22 იანვარს კი სპარინგ-მეტოქეობას ბულგარული პლოვდივის "ბოტევი" გაუწევს, ხოლო 25 იანვარს ასევე ბულგარეთის "არდას" შეხვდება. 30 იანვარს "დინამოს" მეტოქე პოლონური კრაკოვის "ვისლა" იქნება.

შეკრების მეორე ეტაპი ასევე ანტალიაშია დაგეგმილი, ხოლო სპარინგ-პარტნიორები ცნობილი ჯერ არაა.

მომზადებულია fcdinamo.ge-ს მიხედვით
ასევე დაგაინტერესებთ