ქართული ფეხბურთი

ეროვნული ლიგა

2020 წლის ეროვნული ლიგა - რომელ სტადიონებზე ითამაშებენ კლუბები?

AutoSharing Option
2020 წლის ეროვნული ლიგის მატჩების განრიგი უკვე გაირკვა. გთავაზობთ ცხრილს, თუ რომელი გუნდი რომელ სტადიონზე ითამაშებს. 2020 წლის ეროვნულ ლიგაში 4 კლუბი დედაქალაქში იასპარეზებს, 6 გუნდი რეგიონიდან იქნება წარმოდგენილი.

  • თბილისის "დინამო" - თბილისი.  "დინამო არენა".
  • ბათუმის "დინამო"- ბათუმი. საწყის ეტაპზე ითამაშებს ანგისაზე მდებარე კლუბის ბაზაზე. როგორც კი ბათუმის მთავარი სტადიონის მშენებლობა დასრულდება, გადაინაცვლებს ახალ არენაზე.
  • საბურთალო - თბილისი. "მიხეილ მესხის სტადიონი".
  • ლოკომოტივი - თბილისი. "მიხეილ მესხი 2".
  • ჩიხურა - საჩხერე. საჩხერის ცენტრალური სტადიონი.
  • დილა - გორი. თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონი.
  • ტორპედო - ქუთაისი. რამაზ შენგელიას სახელობის
    სტადიონი. თუ ადგილობრივი სტადიონი არ იქნება შესაბამის მდგომარეობაში, ითამაშებს წყალტუბოს სტადიონზე.
  • თბილისის "მერანი"- თბილისი. "მიხეილ მესხი 2".
  • სამტრედია - სამტრედია. ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონი.
  • თელავი - თელავი. თელავის სარაგბო სტადიონი.

რაც შეეხება ეროვნული ლიგის კალენდარს, ტურნირს მოქმედი ჩემპიონს, თბილისის "დინამოსა" და სეზონის დებიუტანტ "თელავს" შორის მატჩი გახსნის.

ეროვნული ლიგა. I ტური
29 თებერვალი
დინამო (თბ)-თელავი 17:00
დინამო (ბთ)-მერანი (თბ) 19:00

1-ლი მარტი
საბურთალო-ჩიხურა 15:00
ტორპედო-დილა 17:00
ლოკომოტივი-სამტრედია 19:00