ბათუმის "დინამოს" ბრაზილიელი ახალწვეული: სანამ ჩამოვიდოდი, საქართველოს შესახებ ბევრი არაფერი ვიცოდი

AutoSharing Option
ფოტო: facebook.com/DinamoBatumi1923/

ბათუმის "დინამოს" 17 წლის  ბრაზილიელმა ახალწვეულმა ჟულიო ვინისიუს დე ფონსეკა სოუზამ კლუბის "ფეისბუქგვერდთან" პირველ სავარჯიშო დღეზე ისაუბრა.

"პირველი დღეა და ვფიქრობ, ადაპტაციას მალე გავივლი. ძალიან მომეწონა ვარჯიში და კმაყოფილი ვარ. ეს ჩემთვის კარგი გამოცდილებაა. მინდა, რომ 2020 წელს დასახული მიზნები შევასრულო. სანამ ჩამოვიდოდი, საქართველოს შესახებ ბევრი არაფერი ვიცოდი. შორიდან ვიცნობდი ვაგნერ გონსალვეშს, რომელსაც ეროვნულ ლიგაში თამაშის გამოცდილება აქვს. აგენტის დახმარებით გავეცანი ინფორმაციებს და ინტერნეტიც დამეხმარა", - აღნიშნა ბრაზილიელმა.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თქვენ მაინც ჩამოიყვანეთ ნორმალური ფეხბურთელები ბათუმელებო თორე ამოვიდნენ ყელში ელვა და მეხი და რავიცი კიდე რომელი ჰ კლასის ფეხბურთელებით ზოგ ზოგიერთები
Jordan Beli
14:29 15-01-2020
3
ვაი კომენტატორებს სახელი და გვარი არ შეგეშალოთ
vova
13:33 15-01-2020
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული