ფოტო: facebook.com/DinamoBatumi1923/
ბათუმის "დინამოს" 17 წლის ბრაზილიელმა ახალწვეულმა ჟულიო ვინისიუს დე ფონსეკა სოუზამ კლუბის "ფეისბუქგვერდთან" პირველ სავარჯიშო დღეზე ისაუბრა.
"პირველი დღეა და ვფიქრობ, ადაპტაციას მალე გავივლი. ძალიან მომეწონა ვარჯიში და კმაყოფილი ვარ. ეს ჩემთვის კარგი გამოცდილებაა. მინდა, რომ 2020 წელს დასახული მიზნები შევასრულო. სანამ ჩამოვიდოდი, საქართველოს შესახებ ბევრი არაფერი ვიცოდი. შორიდან ვიცნობდი ვაგნერ გონსალვეშს, რომელსაც ეროვნულ ლიგაში თამაშის გამოცდილება აქვს. აგენტის დახმარებით გავეცანი ინფორმაციებს და ინტერნეტიც დამეხმარა", - აღნიშნა ბრაზილიელმა.