12 წლის შემდეგ - სოსო ფრუიძემ საჩხერის "ჩიხურა" დატოვა

AutoSharing Option
ფოტო: facebook.com/FCChikhura/

საჩხერის "ჩიხურას" "ფეისბუქგვერდის" ცნობით, გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტი 12-წლიანი მუშაობის შემდეგ სოსო ფრუიძემ დატოვა.

საჩხერელთა ინფორმაციით, გუნდის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, საჩხერის "ჩიხურას" დღეიდან ვახტან თურმანიძე უხელმძღვანელებს, მისი ასისტენტი კი ვლადიმერ ზაბახიძე იქნება. ვახტანგმა და ვლადიმერმა რამდენიმე დღის წინ უმაღლესი სამწვრთნელო PRO-ლიცენზია მოიპოვეს.

საჩხერის "ჩიხურამ" სოსო ფრუიძესთან ერთად 2013 წელს ქვეყნის სუპერთასი, ხოლო 2017 წელს საქართველოს თასი მოიპოვა. 2011 წლიდან მისი ხელმძღვანელობით "ჩიხურა" უმაღლეს ლიგაში თამაშობდა და ყველაზე დაბალი პოზიცია იმერული კლუბისთვის მე-5 ადგილი იყო. კლუბმა ევროსაგზური 6-ჯერ მოიპოვა.

საჩხერის "ჩიხურამ"
სოსო ფრუიძეს მადლობა გადაუხადა და განცხადებაში აღნიშნა, რომ ფრუიძე სამწვრთნელო კარიერაში შესვენებას იღებს.
მკითხველის კომენტარები / 8 /
ტორპედოში დაინიშნება
ქუთაისელი
17 იანვარი 2020 09:22
0
ხო ბერამ იყიდა და ანჩელოტი მოყავს
ზორბეგი
16 იანვარი 2020 21:04
7
სადა ხართ ქუთაისელებო? იტყვით ფიფიას ხელი ურევიაო...ჩიხურას დაშლაც დაიწყო ფიფიამ?
G.l.
16 იანვარი 2020 20:24
5
მგონი იყიდა ბერამ საჩხერეს ჩიხურა და ეგაა
goga
16 იანვარი 2020 17:57
3
სოსო მადლობა ყველაფრისთვის და წარმატებები კარიერაში
გულშემატკივარი
16 იანვარი 2020 17:49
2
ალბათ მართლა იყიდა იმ ბავშვმა ეს კლუბი და ეგაა!
Artanuji
16 იანვარი 2020 17:44
2
მომენატრება შენი წუწუნი სოსო
a.a.
16 იანვარი 2020 17:34
16
ვაი თქვენს პატრონს
grisha
16 იანვარი 2020 17:23
19

სიახლეები პოპულარული