ქართული ფეხბურთი

ეროვნული ლიგა

იტალიელი ინვესტორი: გვინდა ქუთაისში კარგი კლუბი შევქმნათ

AutoSharing Option
10 იანვრიდან იტალიელი ინვესტორი ფაბიო მანინი ქუთაისში "ტორპედოს" შესაძენად იმყოფება. მან გულშემატკივართა კლუბ "ჩვენ ვართ ტორპედოს" შემდეგი განუცხადა:

"ქუთაისში იმისთვის ვარ, რათა ვიყიდო და ვმართო "ტორპედო". ქუთაისის მერიასთან განვიხილავ ამ საკითხს. ველოდებით, რომ დავასრულოთ ეს შეთანხმება რაც შეიძლება მალე. მანამდე კი დავაზუსტეთ სპონსორის ვალდებულებები, რაც ჩვენ გვაკისრია.

პირველ რიგში, ინვესტიციას ჩავდებთ. გვინდა შევქმნათ კარგი კლუბი, რომელიც ეროვნულ ლიგაში საუკეთესო ფორმით წარდგება", - წერს "ჩვენ ვართ ტორპედო" "ფეისბუქის" გვერდზე.

ასევე დაგაინტერესებთ