რამდენი მლნ ლარი მიიღეს ქართულმა კლუბებმა ფონდისგან 2019 წელს - ორგანიზაცია ანგარიშს აქვეყნებს

AutoSharing Option
ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდი "ფეისბუქზე" 2019 წელს კლუბების დაფინანსების ანგარიშს აქვეყნებს.

2019 წლის განმავლობაში ფონდმა საქართველოში 78 საფეხბურთო კლუბი საერთო ჯამში 33 969 200 ლარით დააფინანსა. აქედან 19 128 525 ლარი ეროვნული ლიგის 10-მა კლუბმა მიიღო, ეროვნული ლიგა 2-ის 10 კლუბი 8 232 385 ლარით დაფინანსდა, ეროვნული ლიგა 3-ის 10-მა კლუბმა 2 923 827 ლარი, ხოლო ეროვნული ლიგა 4-ის 10-მა კლუბმა 1 823 470 ლარი მიიღო. რეგიონალური ლიგის 38-ე კლუბს 1 860 992 ლარი ერგო.

Sportall.Ge

ამასთან ერთად, ფონდმა ლიგების მიხედვით
დაფინანსების დეტალური ანგარიში წარადგინა, რასაც ფოტოების მეშვეობით ქვემოთ გთავაზობთ.

სანამ ფოტოების დათვალიერებაზე გადახვალთ, გეტყვით, რომ ეროვნული ლიგის 2019 წლის ჩემპიონმა თბილისის "დინამომ" ყველაზე მეტი, 3 062 988 ლარი მიიღო.

Sportall.Ge

Sportall.Ge

Sportall.Ge

Sportall.Ge

Sportall.Ge

Sportall.Ge

მკითხველის კომენტარები / 7 /
სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებული ფეხბურთი ვერ განვითარდება
rombi
21 იანვარი 2020 10:18
5
1. აკადემიები რეგიონებში იხსნება ( ლაგოდეხი, რუსთავი, გაიხსნა). მიმდინარეობს მშენებლობა ზუგდიდში და ფოთში.
2. იხსნება და შენდება საფეხბურთო ცენტრები (ვარკეთილი, კასპი, გაიხსნა). გლდანში, ვაკეში, ხაშურში შებდება.
3. მარტო აკადემიები რომ იყოს, მანდ გაზრდილი ბავშვები მერე სად უნდა წავიდნენ თუ ეს ლივები არ იქნება ?
4. ფული იფლანგებოდა ადრე, როცა მუნიციპალიტეტები აფინანსებდნე გუნდებს და მომკითხავი არავინ იყო იმ ფულის და თან ამაზე მეტი იხარჯებოდა.
5. ეხლა ყველასთვის ხელმისაწვდომია ინფორმაცია რაც ძალიან კარგია.
DAVE
20 იანვარი 2020 18:15
7
შედეგი დაწერე :) ევროტურნირებზე და სანაკრებო შესარჩევებზე რა ხდება?! წინსვლა არის? მაგ აკადემიებიდან ფეხბურთელები, გინდ პირდაპირ და გინდ ჩემპიონატის გავლით, პოლონეთი-კვიპროსი-ყაზახეთის ჩემპიონატებში მიდიან მაინც. ბიუჯეტის ფულით ნუ დააფინანსებენ და კერძო ფულით რაც გინდა ის ქნან
1234
21 იანვარი 2020 11:46
2
ეს გუნდები იღებენ ფულს შედეგების მიხედვით, რას ქვია ფიფიამ 3 მილიონს აძლევს ;დ ჩემპიონი გახდა და შესაბამისად ყველაზე მეტი მოუწია გამომუშავება. დამღალა ამ ძალით გულშემატკივრებმა უბრალოდ, თითქოს იციან შიდა სამზარეულო და მხოლოდ ცუდ კომენტარებს აფრქვევენ.. პირველი მე ვიქნები რომ რამე მიქაროს ამ ფედერაციამ და მე გამოვალ გასაპროტესტებლად.. მაგრამ ჯერ-ჯერობით ყველა წინა ფედერაციას ჯობია და გაცილებით უკეთესიცაა.
ზუზუ
20 იანვარი 2020 18:02
9
ასე იფლანგება ხალხის ფული :)
ფუი
20 იანვარი 2020 16:49
16
მართლა სამარცხვინო ფედერაცია როცა ფიფიას 3 მილიონს აძლევს
ზუგდიდი
20 იანვარი 2020 16:45
20
სამარცხვინო ფედერაციააა... ვის აფინანსებთ რას აფინანსებთ,რაში ყრით ფულს თუ ხართ აზრზე??? თუ ატკატებით უკან გიბრუნდებათ ნახევარი. ქუჩის ჭე კლასის ფეხბურთელების დაფინანსებას არ ჯობდა აკადემიები გაგეხსნათ რეგიონებში? ესაა ფეხბურთის განვითარების გეგმა??? ვაი უპატრონო საქართველოვ. ადმინ თუ დაბლოკავ ამას ფეხბურთის მოღალატედ ჩაგთვლი იცოდე:)
გოგა
20 იანვარი 2020 16:41
19

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული