"საბურთალო": გიორგი ჭანტურიასთან კონტრაქტი დღეს, 17:30 საათზე გაფორმდება

AutoSharing Option
31 იანვარს 26 წლის გიორგი ჭანტურია თბილისის "საბურთალოსთან" გააფორმებს კონტრაქტს. ამის შესახებ ინფორმაციას კლუბი ოფიციალურ ვებგვერდზე ავრცელებს.

კონტრაქტზე ხელის მოწერა და ოფიციალური წარდგენა "ბენდელას" სტადიონის საპრესკონფერენციო დარბაზში 17:30 საათზე გაიმართება

გიორგი ჭანტურია "საბურთალოს" აკადემიის აღზრდილია. შემდეგ "ბარსელონას" აკადემიაში გამოდიოდა. ჭანტურიას მორიგი გაჩერება უკვე არნემის "ვიტესი" გახდა. შემდეგ იყო იჯარა ვლადიკავკაზის "ალანიაში", ტრანსფერი "კლუჟში". "კლუჟის" შემდეგ ჭანტურია გერმანულ "დუისბურგში" ჩაირიცხა, 2016 ივლისში კი "ურალში" გადავიდა. 2019 წლის 18 იანვრის შემდეგ გიორგი ჭანტურია უკლუბოდ იყო.

transfermarkt-ის ცნობით, გიორგი ჭანტურიამ კარიერის განმავლობაში 156
შეხვედრა ჩაატარა, სადაც 28 გოლი გაიტანა და 13 საგოლე გადაცემა მიითვალა.
მკითხველის კომენტარები / 8 /
არარატ არმენიადან დაიმატეთ ფეხბურთელები !
ქომაგი
31 იანვარი 2020 16:57
7
კარგი ფეხბურთელი იყო ერთ დროს, ბრავო ხეჩოს,
სისე
31 იანვარი 2020 15:57
2
არ ვიცი რამდენადს გასახარია ეს ტრანსფერი 2 რამის გამო:
1) ჭანტურიას 2 წელია ფეხბურთი არ უთამაშია არცერთი წამით. მესი რომ არ ათამაშო 2 წელი ისიც კი შეიძლება ვერ ათამაშდეს.
2) მისი პიროვნება და ხასიათი. არ ვიცი რამდენჯერაც დავწერე ამის შესახებ იმდენჯერ დაბლოკეს და მხოლოდ იმას ვიტყვი რომ მისი პირვნება გუნდის შიდა სამზარეულოსთვის რბილად რომ ვთქვათ საზიანოა.
პ.ს. ნეტავ შევცდებოდე და წაადგეს გუნდს
superman
31 იანვარი 2020 15:51
2
ყველაფერსჰი გეტანხმები,ტორპედოს დახმარება ესაწიროება და არა მარტო ტორპედოს მაგრამ ,არ ვეტანხმები ტორპედოს ქომქგებს რომელტაც ტბილისის დინამოს და ტბილისელებისსიზულვილი უფრო მეტად აქვს ვიდრე ტორპედოს სიყვარული .
ushangi
31 იანვარი 2020 15:45
0
ვაა, მაგრად გამიხარდა ეს ამბავი. ჯიგარი ხარ, გიორგი...
ლაშა
31 იანვარი 2020 14:46
1
მართალია უცნობი ლეგიონერები ჩამოყავთ და 1 წლის უთამაშებლები მაგრამ მაინც ძაან მაგარია ფორმაში რომ შევლენ ძალიან საინტერესო ჩემპიონატს მივიღებთ თან სტადიონებიც გვარდება ძლიერი ტორპედო აკლია ჩემპიონატს და უმაგრესი იქნება თბილისის ბათუმის დინამოები და საბურთალო საინტერესოა...
კა
31 იანვარი 2020 14:31
1
იქნებ ეხლა მაინც ათამაშდეს!!! რატომღაც მგონია ეს ჩემპიონატი წინა ჩემპიონატებს აჯობებს, ასეთი განცდა მაქ, ერთადერთი რაზეც გული გვწყდება ყველას, არის ტორპედოს ამბები რა. ჩემი აზრით ყველა გუნდის გულშემატკივარი და მთლიანად ქართული ფეხბურთის გულშემატკივარი უნდა დადგეს ტორპედოს გულშემატკივრის გვერძე, რომ დამთავრდეს ეს მასხარაობა და ერთხელ და სამუდამოდ აღარ განმეორდეს მსგავსი ისტორიები ჩვენ ჩემპიონატში!!! 9 მილიონიანი ბიუჯედის გუნდი მეორე დღეს გაკოტრებულია და არავინ ისჯება ამის გამო, არავის მოეკითხება პასუხი, ეს არის ძალიან დიდი სირცხვილი!!! და ის ხალხი რომელიც კბილებით იცავს ამ კლუბს, ვგულისხმობ ქუთაისელ გულშემატკივართა ჯგუფს, ამ ხალხმა არ უნდა იგრძნოს თავი მარტო!!! არ აქ ხალხო მნიშვნელობა ხარ თუ არა ქუთაისელი , პირველ რიგში თბილისისან უნდა იყოს ინიციატივაა და მთელი საქართველოს გულშემატკივრები უნდა შეუერთდეს ამ ხალხს და ყველამ ერთად უნდა მოვითხოვოთ სიმართლე!! განსაკუთრებით უნდა იაქტიუროს დინამომ, ბათუმმა, საბურთალომ და ყველამ რა , ერთი სიტყვით!!! მარტო ქუთაისის პრობლემა არ არის ეს არავითარ შემთხვევაში!!!
Vasili
31 იანვარი 2020 14:29
0
სწორედ ამაზე გავამახვილე არაერთხელ ყურადღება , ქუთაისში 2 მილიონ ევრომდე ევროთასებიდან შევიდა , სახელმწიფო ფული აიღეს და უცებ გაკოტრდა , დასჯით კი სჯიან კლუბს და ფულის მომტეხავებს ვითომ არაფერი !!
მსგავსი რამ იყო კოლხეთში , ცხინვალში ოღონდ ცოტა ნაკლები მასშტაბით !!!
ვიტ ჯორჯიას ფეხბურთელები მოკვეთეს/დაიჭირეს და ვინც ორგანიზატორი იყო არავის გახსენებია !!!!
ამას გარდა ნიჭიერ ფეხბურთელს კლუბი უწყვიტავს კონტრაქტს და ისე უშვებს სხვა კლუბში და მენეჯერი იღებს 2 მილიონს ტრანსფერში , რა არის ეს ? არის თუ არა სახელმწიფოსთვის თანხის დამალვა ?
სანამ ასეთი მარაზმი ხდება და პასუხს მხოლოდ "რიგით ჯარისკაცებს" თხოვენ და არა დამგეგმავ "გენერლებს" მუდამ ნე***ი იქნება ჩვენი ფეხბურთი.
უბრალოდ ისეთი შთაბეჭდილება მრჩება რომ წილი მიაქვთ სადაც საჭიროა და ამიტომ მფარველობენ!!!!
მიხაელ
31 იანვარი 2020 15:02
0

სიახლეები პოპულარული