ქართული ფეხბურთი

ეროვნული ლიგა

"ტორპედოს" ქომაგებმა კლუბის გადარჩენის მოთხოვნით აქცია-პერფომანსი სტადიონზე გამართეს

AutoSharing Option
ფოტო: facebook.com/FCTorpedoKutaisi1946/

საფეხბურთო კლუბ ქუთაისის "ტორპედოს" გულშემატკივრებმა კლუბის გადარჩენის მოთხოვნით აქცია-პერფომანსი რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე მოაწყვეს.

ამის შესახებ ინფორმაციას kutaisipost.ge ავრცელებს.

წყაროს ცნობით, აქციის მონაწილეების მიზანი ცენტრალური ხელისუფლებისთვის ხმის მიწვდენა და საკითხით დაინტერესებაა.

"გვინდა ჩვენს შვილებს შევუნარჩუნოთ გუნდი. ვითხოვთ "ტორპედოს" გადარჩენას. წელიწადი სრულდება უკვე, ხელფასები და დავალიანებები არ გაიცემა", - ამბობს ადმინისტრაციის ერთ-ერთი თანამშრომელი ბაქარ მელაძე.

kutaisipost.ge-ს "ტორპედოს" ადმინისტრაციაში ჯერ კიდევ ორი კვირის წინ მერიაზე დაყრდნობით აცხადებდნენ, რომ იტალიელ ინვესტორთან, ფაბიო მანინთან შეთანხმება მიღწეული იყო და ხელშეკრულება რამდენიმე დღეში უნდა
გაფორმებულიყო.

ასევე დაგაინტერესებთ