გიორგი ჭანტურია: ყოველთვის საკუთარ თავს ვადანაშაულებდი, ახლა ათმაგად მოტივირებული ვარ

AutoSharing Option
26 წლის გარემარბმა გიორგი ჭანტურიამ საფეხბურთო კლუბ "საბურთალოსთან" კონტრაქტი გააფორმა და წარდგენისას ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.

"ძალიან მიხარია, რომ დავბრუნდი იქ, სადაც საფეხბურთო კარიერა დავიწყე. ძალიან წარმატებულად წავედი ამ კლუბიდან, "საბურთალო" დიდი ტრამპლინი იყო ჩემთვის. გარკვეული მიზეზების გამო საკმაო დრო გამიცდა, თუმცა ახლა ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ვზივარ იქ, სადაც 10 წლის წინ ჩემი "ბარსელონაში" ტრანსფერი წყდებოდა.

როცა კარიერის საქართველოში გაგრძელება გადავწყვიტე, არც მიფიქრია, თუ რომელ გუნდში ვითამაშებდი. ჩემთვის "საბურთალო" გუნდზე მეტია, სახლივითაა. თან აქ გია ცეცაძე არის, ადამიანი ვისაც ძალიან
დიდი წვლილი აქვს იმაში, რომ დღეს მე როგორც ფეხბურთელი, რაღაცას წარმოვადგენ.

ახლა ძალიან მოტივირებული ვარ და მოუთმენლად ველოდები თანაგუნდელებთან შეხვედრას, მათთან საერთო ენის როგორც მოედანზე, ისე მის ფარგლებს გარეთ გამონახვას. ერთი სული მაქვს როდის შევუერთდები გუნდს შეკრებაზე და დავიწყებ მზადებას ჯერ 23 თებერვლისათვის (ჩემპიონატის სტარტის დღე) და შემდეგ უკვე მთლიანად ჩემპიონატისათვის.

ბუნებრივია, გიას დიდი როლი არის ჩემს "საბურთალოში" დაბრუნებაში. მან აიღო უდიდესი პასუხისმგებლობა, რომ ამდენხნიანი უთამაშებლობის შემდეგ ეთქვა ჩემზე, რომ საჭირო ფეხბურთელი ვიყავი და ჩემთან ერთად კარგ შედეგებს მიაღწევდა.

ოპერაციების მიუხედავად ახლა თავს კარგად ვგრძნობ, არანაირი ტრავმა არ მაწუხებს. საერთოდ, ჩემს ცხოვრებაში ფეხბურთთან დაკავშირებით რაც ცუდი მომხდარა, ყოველთვის საკუთარ თავს ვადანაშაულებდი. რამდენიმე აგენტის გამო გამიცდა დიდი დრო, თუმცა ახლა ათმაგად მოტივირებული ვარ.

ვთვლი, რომ საქართველოს ჩემპიონატთან ადაპტაცია არ გამიჭირდება, რადგან მე სახლში დავბრუნდი. რაც მთავარია, გულშემატკივრები, მათ გარეშე არცერთი ფეხბურთელის თამაშს არ აქვს აზრი და მგონია, რომ კიდევ შემრჩა ის უნარები, რომლითაც ლამაზი ფეხბურთის თამაში შემიძლია და იმედია, ყველაფერი კარგად გამოვა,"- განაცხადა გიორგიმ.

მკითხველის კომენტარები / 17 /
ხეცჰო ბრავო.ცავატანე..არარატ
koka koka
17:42 01-02-2020
3
ისე,რომ ვთქვათ,მაგარი მონაცემები კი ჰქონდა ამ ბიჭს,ეგებ და ათამაშდეს,ახალგაზრდაა ჯერ კიდევ,მერე ადამიანურად,რომ ვთქვათ,პატარა ბიჭი არ ვარ და მე თვითონ რამდენი შეცდომა მაქვს დაშვებული ცხოვრებაში,ახალგაზრდები არიან და მინდა,რომ ყველა წარმატებული იყოს,მიდი გიორგი,წარმატებები იშრომე და დაამტკიცე.
გოჩა
11:26 01-02-2020
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული