ქართული ფეხბურთი

ეროვნული ლიგა

ოფიციალურად: გუჯა რუხაია "სამტრედიას" ფეხბურთელია

AutoSharing Option
32 წლის მცველი გუჯა რუხაია "სამტრედიაში" გააგრძელებს კარიერას, - ამის შესახებ ინფორმაცია იმერულმა კლუბმა თავისი "ფეისბუქის" გვერდით გაავრცელა.

რუხაია 10 წელი რუსეთის სხვადასხვა გუნდში თამაშობდა, 2018 წელს კი თბილისის "დინამოში" გადავიდა და მისი კაპიტანი იყო.

მან თბილისის "დინამო" კონტრაქტის დასრულებისთანავე დატოვა და ახალი სეზონისთვის "სამტრედიასთან" ერთად ემზადება.