გადაწყდა: "ტორპედოს" იტალიელი მფლობელი ეყოლება

AutoSharing Option
როგორც ჩანს, ქუთაისის "ტორპედოს" პრობლემა მოგვარდება
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის, ზვიად შალამბერიძის და ქუთაისის მერ გიორგი ჭიღვარიას იტალიელ ინვესტორებთან შეხვედრა გაიმართა, - ამის შესახებ "ტორპედომ" "ფეისბუქის" გვერდით გვაუწყა:

დღეს ქუთაისის მერიაში "ტორპედოთი" დაინტერესებულ იტალიელ ინვესტორ ფაბრიციო მანინისთან შეხვედრა გაიმართა. ქალაქის მერის, გიორგი ჭიღვარიას განცხადებით, იტალიურ მხარესთან შეთანხმება შედგა და "ტორპედო" ახალ სეზონს ეროვნულ ლიგაში დაიწყებს.

Sportall.Ge

გიორგი ჭიღვარია: "იტალიელ ინვესტორთან შეთანხმება მიღწეულია. "ტორპედოს" პრობლემა გადაჭრილია - პირველი მარტიდან გუნდი ეროვნულ ლიგაში ითამაშებს. დარჩა ტექნიკური საკითხები, რომლებიც კლუბის გადაცემასთანაა დაკავშირებული".

ფაბრიციო მანინი: "აქ
ქუთაისის "ტორპედოს" შესაძენად ვართ. ვისაუბრეთ ქალაქის ხელმძღვანელობასთან, შევთანხმდით პირობებზე და როგორც კი შესაძლებელი იქნება, ხელშეკრულებას გავაფორმებთ. ვგეგმავთ ამბიციური კლუბის შექმნას, რომელიც ეროვნულ ლიგაში საუკეთესო იქნება!"

ასე რომ, მალე "ტორპედოს" მფლობელი იტალიელი ფაბრიციო მანინი გახდება.

altდავით მუჯირი: "ტორპედომ" 25 დეკემბრამდე გადასახდელი დავალიანება დაფარა - 4 თებერვლის დაიჯესტი

alt"ტორპედოს" ვალის გადახდის ვადას გადაუწევენ? ინვესტორს ისევ ელოდებიან - 3 თებერვლის დაიჯესტი

alt"ტორპედოს" ქომაგებმა კლუბის გადარჩენის მოთხოვნით აქცია-პერფომანსი სტადიონზე გამართეს

altგავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება - ქუთაისის მერია "ტორპედოზე"

altქუთაისის "ტორპედო" გადარჩა - კლუბი იტალიელ ინვესტორს გადაეცა!

მკითხველის კომენტარები / 34 /
იმედია ტორპედოს ვაი გულშემატკივრები დაწყნარდებით და მთელი ქვეყნის ლანძღვას მოეშვებით,ვულოცავ ქართულ ფეხბურთს პირველ რიგში ტორპედოს ნამდვილ გულშემატკივრებს,ქუთაისს და სრულიად საქართველოს.
გოჩა
23:15 05-02-2020
13
ვინმეს შინაურები იქნებიან, დამიჯერეთ და ეს კომენტარი შეინახეთ.. როგორც ზაალი იყო ხელისუფლებასთან დაახლოებული ჭამა და წავიდა, ისე არიან ეგ იტალიელებიც. ნახავთ
გიორგი
23:11 05-02-2020
10
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული