ქუთაისის "ტორპედომ" ახალი მფლობელის ფაბიო მანინის მოსვლის შემდეგ ფეხბურთელების დამატება დაიწყო. იმერულმა კლუბმა 7 ფეხბურთელი დაიმატა.
- "ლოკომოტივიდან" კლუბს შემოუერთდა დემეტრე ბულისკერია.
- გორის "დილადან" ბაქარ მირცხულავა.
- "საბურთალოდან" ცოტნე ნადარაია.
- მალტის "ვალეტადან" ირაკლი ძარია.
- ბოლნისის "სიონიდან" გიორგი ივანიშვილი.
- კლუბში დარჩა ზაზა ციცქიშვილი, რომელიც წინა სეზონში "რუსთავიდან" იჯარით იმყოფებოდა.
- საჩხერის "ჩიხურადან" გუნდს შემოუერთდა გიორგი ფანცულაია.
როგორც ჩვენთვის ცნობილია კლუბში ამჯერად ლეგიონერებს ელოდებიან და რამდენიმე დღეში გახდება მათ შესახებ ცნობილი.