ბათუმის "დინამომ" ახალწვეულები წარადგინა

AutoSharing Option
ბათუმის "დინამომ" ახალწვეულები - უკრაინელი მეკარე იჰორ ლევჩენკო, ნიგერიელი მცველი გოდფრი ობოაბონა, ნახევარმცველები მათე ცინცაძე და ვაგნერ გონსალვესი, ბრაზილიელი თავდამსხმელები რეინალდო და ჟულიო ვინისიუსი წარადგინა.

აჭარულმა კლუბმა მათ კონტრაქტები გაუფორმა.

"დინამო" ამჟამად თურქულ შეკრებაზე იმყოფება, სადაც 3 მატჩი ჩაატარა - კრაკოვის "ვისლასთან" (1:1), სერბეთის "რადნიჩკისთან" (3:1) და პლოვდივის "ლოკომოტივთან" (2:0). გია გეგუჩაძის გუნდი კიდევ სამ სპარინგს გამართავს - 13 თებერვალს დონეცკის "ოლიმპიკს", 16 თებერვალს "დნიპრო 1"-ს და 22 თებერვალს ესტონეთის "ლევადიას" შეხვდება, შემდეგ სამშობლოში დაბრუნდება და 29 თებერვალს ეროვნული ლიგის
პირველ ტურში დებიუტანტ "მერანს" უმასპინძლებს.

მკითხველის კომენტარები / 8 /
კარგი ტრანსფერები გააკეთა ბათუმის დინამომ ალბათ ბოლო წლებში რაც კი ტრანსფერები გაუკეთებიადთ ქართულ კლუბებს მათ შორის საუკეთესო ძალიან მაღალი კვალიპიკაცის და გამოცდილების მქონე ფეხბურთელები დაიმატეს ყველა სათამაშო რგოლში რომ ნახოთ რა ჩემპიონატებში თამაშობდნენ და რა კლუბებში გაგიკვირდებათ რეალი და ბარსა არაა მაგრამ საკმაოდ მაღალ დონეზე აქვთ ნათამაშები. წარმატებები ბათუმს!!
გიორგი
21:13 11-02-2020
2
ფიფიას რაც 9 წელში უნდა გაეკეთებინა ამ გუნდის ხელმძღვანელობამ არასრულ 9 თვეში გააკეთა, მგონი ყველა კარგად ხდება რაშიც არის საქმე , როგორც ერთ გუნდში ისე მეორეში )))
ნიკა
21:46 11-02-2020
1

სიახლეები პოპულარული