ქართული ფეხბურთი

ეროვნული ლიგა

ინიშნება თუ არა სოსო ფრუიძე "საბურთალოში" - მწვრთნელი პირველ კომენტარს აკეთებს

AutoSharing Option
საქართველოს თასის გამარჯვებულმა "საბურთალომ" გუშინ, 13 თებერვალს, ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე მთავარი მწვრთნელი გია ცეცაძე გაათავისუფლა.

საინტერესოა, რომ 21 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრების ყოფილ დამრიგებელს თბილისური გუნდი არცერთ ოფიციალურ მატჩში არ დაუმოძღვრავს და გუნდი ასე დატოვა.

არაოფიციალური ინფორმაციით, ცეცაძეს გუნდში რამდენიმე ფეხბურთელთან ჰქონდა კონფლიქტი და მისი წასვლაც ამიტომ გადაწყდა.

გუშინვე გავრცელდა ცნობა იმის შესახებაც, რომ თბილისური გუნდის მწვრთნელი, შესაძლოა, სოსო ფრუიძე გახდეს, რომელმაც გასული სეზონის დასრულების შემდეგ საჩხერის "ჩიხურა" დატოვა.

Sportall.ge ფრუიძეს დაუკავშირდა, რომელმაც განაცხადა, რომ "საბურთალოდან" არავინ დაკავშირებია და არც სხვა
რომელიმე კლუბთან აწარმოებს მოლაპარაკებას.

აქვე გეტყვით, რომ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, თბილისურ გუნდში შესაძლოა, გიორგი ჭიაბრიშვილი დაბრუნდეს, ან გიორგი დევდარიანს უხმონ.