ქუთაისის "ტორპედომ" სერბი ნახევარმცველი დაიმატა

AutoSharing Option
ქუთაისის "ტორპედოს" "ფეისბუქგვერდის" ინფორმაციით, იმერულმა კლუბმა სერბი ნახევარმცველი ვანია მარკოვიჩი დაიმატა, რომელიც გუნდთან კონტრაქტს ხელს ხვალ, 15 თებერვალს მოაწერს.

"ტორპედოსა" და ნახევარმცველ ვანია მარკოვიჩს შორის შეთანხმება შედგა, რომლის მიხედვითაც, სერბი ფეხბურთელი ახალ სეზონს ჩვენს კლუბში გაატარებს.

25 წლის სერბი სამედიცინო შემოწმებას ხვალ გაივლის და კლუბთან კონტრაქტს ამის შემდეგ გააფორმებს", - წერია კლუბის განცხადებაში.

ვანია მარკოვიჩი ბელგრადის "პარტიზანის" აღზრდილია, შემდეგ კი პოლონურ "კორონა კიელცეში", ჩრდილომაკედონიურ "ვარდარში", პორტუგალიურ "ფარენშესა" და უნგრულ "კაპოშვარში" თამაშობდა. მარკოვიჩს "ვარდარის" შემადგენლობაში ევროპა ლიგაზეც აქვს ნათამაშები.

მკითხველის კომენტარები / 4 /
ევროპა ლიგაზე ჯგუფში 5 მატჩი ჩაატარა, სოსიედადის წინაამღგდეგ და ზოგადად კარგი კარიერა ქვს, სამტრედია ნაკრების ფეხბურთელებს იმატებს , ბათუმი კარგ და გამოცდილ ბრაზილიელებს, და მაინტერესებს დინამო თბილისისნაირ გაქანების კლუბი რატო ვერ ახერხებს მინიმუმ მსგავსი ფეხბურთელების დამატაბას? იქნებ კითხოთ ერთხელ ფიფიას ინტერვიუში? რა ხდება რატოა ყველა სინჯებზე და ისიც "ზეციდან" მოგზავნილი ფეხბურთელები. არა ჩვენ კი ვხვდებით რაშიც არის საქმე , თვითონ როგორ გაიმართლებს თავს საქმეც ეგარის
ნიკა
14:41 14-02-2020
2
მგონია რომ ტორპედო თავიდანვე ანგარიშგასაწევი გუნდი იქნება
6
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული