თბილისის "დინამომ" ბრაზილიელი თავდამსხმელი დაიმატა

AutoSharing Option
ბრაზილიელი თავდამსხმელი ვიტორ პერნამბუკო თბილისის "დინამოში" გააგრძელებს კარიერას, - იტყობინება ua-football.com-ი.

21 წლის პერნამბუკო "ლვოვში" გასული წლის თებერვალში "პორტუგეზადან" გადავიდა და უკრაინის პრემიერლიგის 18 მატჩში 3 გოლი გაიტანა.

მან თბილისის "დინამოსა" და კიევის "დინამოს" ამხანაგურ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა - შეცვლაზე შევიდა და პენალტი მოიპოვა, რომელიც კუხიანიძემ ვერ გამოიყენა.

მკითხველის კომენტარები / 7 /
ბრაზილიური ბაზარი ასათვისებელია ბევრი ნიჭიერი ფეხბურთელია ბრაზილიაში რომელიც ვერ თამაშობს თავის კლუბში და შეიძლება ამ ფეხბურთელების წამოყვანა საქართველოს ჩემპიონატში გორის დილას მაგალითზე იგივე ბათუმის დინამოს მაგალითი იქ ჩამოყვანილმა ბრაზილიელებმა ნორმალურ დონეზე ითამაშეს ფლამერიონი ლეანდრო რიბეირი და სხვები და თუ დინამო შეძლებს უფრო ახალგაზრდა კარგი ბრაზილიელების მოყვანას კლუბში ძალიან კარგი იქნება კი რათქმაუნდა ვისურვებდი რომ სულ ქართველი ფეხბურთელები თამაშობდნენ კლუბებში მაგრამ თანამედროვე ფეხბურთში საკლუბო დონეზე აუცილებელია ლეგიონერები.
გიორგი
03:44 16-02-2020
0
მენანება უბრალოდ, ამხელა სახელია დინამო თბილისი... მაგრამ ხანდახან მინდება, რომ 5-6 ადგილზე გავიდეს ჩემპიონატში,რომ ეგება მაშინ მაინც მიხვდეს ფიფია,რომ ფეხბურთში არაფერი ესაქმება.. მენეჯმენტის გარტყმაში არაა.. მეცოდება თბილისის დინამო მაგ კაცის ხელში.. დამერწმუნეთ, დღეს არჩევანზე რომ მიდგეს საქმე, კარგი ლეგიონერი ბათუმის დინამოში წავა,ვიდრე ფიფიას თბილისის დინამოში
ზუზუ
12:09 16-02-2020
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული