ქართული ფეხბურთი

ეროვნული ლიგა

თბილისის "დინამომ" ბრაზილიელი თავდამსხმელი დაიმატა

AutoSharing Option
ბრაზილიელი თავდამსხმელი ვიტორ პერნამბუკო თბილისის "დინამოში" გააგრძელებს კარიერას, - იტყობინება ua-football.com-ი.

21 წლის პერნამბუკო "ლვოვში" გასული წლის თებერვალში "პორტუგეზადან" გადავიდა და უკრაინის პრემიერლიგის 18 მატჩში 3 გოლი გაიტანა.

მან თბილისის "დინამოსა" და კიევის "დინამოს" ამხანაგურ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა - შეცვლაზე შევიდა და პენალტი მოიპოვა, რომელიც კუხიანიძემ ვერ გამოიყენა.