ქართული ფეხბურთი

ეროვნული ლიგა

თბილისის "დინამომ" თორნიკე ახვლედიანს კონტრაქტი გაუფორმა

AutoSharing Option
თბილისის "დინამომ" თორნიკე ახვლედიანს კონტრაქტი გაუფორმა, - ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს ჩემპიონმა "ფეისბუქის" გვერდით გაავრცელა.

"20 წლის ფორვარდი თორნიკე ახვლედიანი დინამოელია. შემტევმა დედაქალაქურ კლუბთან კონტრაქტი 3 წლით გააფორმა. თორნიკემ კარიერა "გაგრაში" დაიწყო, შემდეგ ესპანურ "ლეგანესში" გამოდიოდა, ბოლო ნახევარი სეზონი კი "ზესტაფონის" შემადგენლობაში გაატარა".