ფაბიო მანინი: "ტორპედოს" ახალი ერა იწყება - მიზანი მხოლოდ გამარჯვებაა

AutoSharing Option
"ტორპედოს" ახალმა მფლობელმა ფაბიო მანინიმ დღეს ჩატარებულ პრესკონფერენციაზე შემდეგი განაცხადა:

"დღევანდელი დღე ძალიან მნიშვნელოვანია არა მარტო ჩემთვის, არამედ "ტორპედოსთვისაც", რადგან დღეს კლუბის ახალი ერა იწყება. დღეს კლუბის ახალ სპონსორ "ედენაროს" წარმოგიდგენთ. ასევე წარმოგიდგენთ იტალიური "კაპას" მაისურებს, რომლებიც გუნდს ამ სეზონში ეცმევა.

მოგეხსენებათ, სულ რამდენიმე კვირაა, რაც აქ ვიმყოფები, მაგრამ ამ ხნის განმავლობაში კლუბში საკმაოდ ბევრი რამ გაკეთდა. კმაყოფილი ვარ იმ საქმით, რისი გაკეთებაც ამ პერიოდში ყველამ ერთად მოვახერხეთ.

დავიმატეთ ბევრი ახალი ფეხბურთელი... გუშინ ამხანაგურ მატჩს დავესწარი და მიუხედავად იმისა, რომ
ახალი გუნდი ვართ და შეთამაშების პრობლემა ჯერ კიდევ გვაქვს, სამწვრთნელო შტაბის მიერ ამ დროში გაწეული სამუშაოთი კმაყოფილი ვარ. მჯერა, რომ რამდენიმე კვირაში სასურველ ფიზიკურ კონდიციებს მივაღწევთ და გუნდის თამაშიც გაუმჯობესდება. კვირის ბოლომდე კიდევ რამდენიმე ახალწვეულს წარვადგენთ და ამით გუნდის დაკომპლექტება დასრულდება.

დღეს არა მარტო ეკიპირებას, არამედ ახალ "ტორპედოს" წარმოგიდგენთ, რომლის მიზანიც მხოლოდ გამარჯვება უნდა იყოს.

მაისურები, რომლებსაც ახლა ხედავთ, შემდეგი თვიდან ჩვენს საიტზე გაიყიდება. რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე ვაპირებთ მაღაზიის გახსნასაც, სადაც მაისურებთან ერთად სხვადასხვა აქსესუარიც გაიყიდება.

"კაპას" ეკიპირება ყველა ასაკობრივ გუნდს ექნება. ვგეგმავთ სერიოზულ მუშაობას აკადემიის კუთხითაც. აკადემიაში 400-მდე ბავშვი იქნება როგორც იმერეთის, ისე სხვა რეგიონებიდანაც. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მომავალ თაობას მიეცეს ის შესაძლებლობები, რომლებიც მათ ძველი მენეჯმენტის დროს არ ჰქონდათ.

სტადიონი კლუბის საკუთრებაში არ იმყოფება. წინა შეხვედრაზე ქუთაისის ვიცე-მერმა დავით ერემეიშვილმა აღნიშნა, რომ ქალაქის მხრიდან სტადიონისთვის მილიონ ლარზე მეტი გამოიყოფა და რომ ისინი იზრუნებენ სტადიონის მოწესრიგებაზე. ჩემთვის არაა ზუსტად ცნობილი, თუ კონკრეტულად რა ვადებში უნდა მოაწესრიგონ მათ სრულად სტადიონი, მაგრამ, როგორც მითხრეს, ეს პროცესი მალე დასრულდება.

მე ვიმყოფებოდი კლუბის საწვრთნელ ბაზაზე, შევისწავლე ის. სამწუხაროდ, ბაზაზე კარგი პირობები არ არის, სავარჯიშო მოედანიც ცუდ მდგომარეობაშია და ვგეგმავთ მის გამოცვლას. როგორც დაგპირდით, რამდენიმე დღეში წარმოგიდგენთ პროექტს, სადაც გაწერილი იქნება ის ყველაფერი, რის გაკეთებასაც ბაზაზე ვაპირებთ.

სხვა ყველაფერთან ერთად, ვგეგმავთ "ტორპედოს" ქალთა გუნდის დაფუძნებასაც", - ციტირებს მანინის კლუბის "ფეისბუქის" გვერდი.

მკითხველის კომენტარები / 7 /
წარმატებააა
oto
26 თებერვალი 2020 21:18
0
წარმატება ტორპედოს, იმ უხსენებლებს ჩვენი ყოფილი იუდებიანად მალე ავატირებთ
ლადო
26 თებერვალი 2020 16:46
0
ყველაფერი კარგად დაიწყო ტორპედოში და მიხარია რა თქმა უნდა...ერთადერთი რაც არ მომწონს სახელია...იქნებ იფიქროს იტალიელმა გულშემატკივართან ერთად და რამე ნორმალური სახელი შეურჩიოთ გუნდს,ან აია ან რიონი ან რამე.ვფოქრობ ქართულ გუნდებს არ უნდა ერქვათ ისეთი სახელები როგორიც ტორპედო ,ლოკომოტივი და დინამოა.
ზესტაფდონი
26 თებერვალი 2020 09:10
17
სრულიად გეთანხმები. ტორპედო, დინამო, ლოკომოტივი და საბჭოური სახელები უნდა გადაერქვას კლუბებს!
გიგი
26 თებერვალი 2020 15:13
3
ტორპედო და დინამო ისტორიული სახელებია და ამ ისტორიით ვამაყობთ ქართველები ხოლო სხვა გუნდებს რომელსაც არ Gააჩნიათ ასეთი ისტორია უნდა შეეცვალოს სახელი მაგალითად ზუგდიდის გუნდმა რომ დინამო დაირქვა არ იყო სწორი ნაბიჯი...
ka
26 თებერვალი 2020 14:17
0
ხოდა დაეხმარეთ მაგ იტალიელ კაცს, ხელშეწყობა დაჭირდება და არა ხელის შეშლა, რათქმაუნდა ესეც ჩაჩავა თუ არაა ოღონდ იტალიელი...
levani
26 თებერვალი 2020 08:14
1
წარმატებები ჩემო ძმებო მალე. ლიგის ჯგუფში ან ევროპა ლიგის. გაუმარჯოს ჩემი ქალაქის. გუნდს
macbook pro
25 თებერვალი 2020 23:56
2

სიახლეები პოპულარული