"ჩიხურამ" თბილისის "დინამოს" თავდამსხმელი დაიმატა

AutoSharing Option
21 წლის თავდამსხმელი დავით მუჯირი კარიერას საჩხერის "ჩიხურაში" გააგრძელებს.

საჩხერულმა გუნდმა მუჯირი თბილისის "დინამოდან" ერთწლიანი იჯარით დაიმატა, - ამის შესახებ ინფორმაცია კლუბმა გაავრცელა.

მუჯირი "საბურთალოს" აღზრდილია, თამაშობდა "ანტალიასპორისა" და "შერიფის" დუბლებში, გასულ სეზონში "ვიტ ჯორჯიას" ღირსებას იცავდა, მოსამზადებელ ეტაპზე კი "დინამოსთან" ერთად იმყოფებოდა.

"ჩიხურა" პირველ მარტს, ეროვნული ლიგის პირველ ტურში "საბურთალოს" შეხვდება.

მკითხველის კომენტარები / 1 /
წარმატებებს ვუსურვებ. P.S. ეს ბიჭი ცნობილი დათო მუჯირების დინასტიის წარმომადგენელია თუ უბრალოდ სეხნიაა?
დინამოელი
11:25 09-11-2020
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული