ქართული ფეხბურთი

ეროვნული ლიგა

"ჩიხურამ" თბილისის "დინამოს" თავდამსხმელი დაიმატა

AutoSharing Option
21 წლის თავდამსხმელი დავით მუჯირი კარიერას საჩხერის "ჩიხურაში" გააგრძელებს.

საჩხერულმა გუნდმა მუჯირი თბილისის "დინამოდან" ერთწლიანი იჯარით დაიმატა, - ამის შესახებ ინფორმაცია კლუბმა გაავრცელა.

მუჯირი "საბურთალოს" აღზრდილია, თამაშობდა "ანტალიასპორისა" და "შერიფის" დუბლებში, გასულ სეზონში "ვიტ ჯორჯიას" ღირსებას იცავდა, მოსამზადებელ ეტაპზე კი "დინამოსთან" ერთად იმყოფებოდა.

"ჩიხურა" პირველ მარტს, ეროვნული ლიგის პირველ ტურში "საბურთალოს" შეხვდება.

ასევე დაგაინტერესებთ