თბილისის "ლოკომოტივმა" ახალწვეულები წარადგინა

AutoSharing Option
დღეს, საგურამოში, "ლოკომოტივის" საფეხბურთო ბაზაზე სეზონისწინა პრესკონფერენცია გაიმართა და კლუბმა ახალწვეულები ოფიციალურად წარადგინა.

კლუბის ტექნიკურმა დირექტორმა - გიორგი ყიფიანმა იმ გამოწვევებზე ისაუბრა, რაც ახალ სეზონში "ლოკომოტივის" მიზანი იქნება.

"გასული სეზონი ჩვენთვის წარმატებული იყო, რადგან მრავალწლიანი პაუზის შემდეგ, „ლოკომოტივმა“ ლევან კორღალიძის მეთაურობით, შეძლო უეფას ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე თამაშის უფლების მოპოვება.

"ჩვენი მიზანი იყო, გუნდის ძირითადი ბირთვი შეგვენარჩუნებინა, უკეთ დაგვებალანსებინა და გაგვეძლიერებინა. ამ მხრივ, გვაქვს სიახლეები და დღეს, ოფიციალურად წარმოგიდგენთ ჩვენს ახალწვეულებს - ალექსანდრე კობახიძეს, ცოტნე კაპანაძეს, ბექა დარცმელიას,
გიორგი ჯინჯოლავას, გიორგი მამარდაშვილს, ლევან ჟორდანიას და იმრან ულად ომარს. აქვე, მინდა აღვნიშნო, რომ გუნდში დაბრუნდა სანდრო შეწირული, რომელიც „გაგრაში“ განათხოვრების წესით თამაშობდა" - განაცხადა ყიფიანმა.

პრესკონფერენციის შემდეგ, გიორგი ყიფიანმა და "ლოკომოტივის" მთავარმა მწვრთნელმა - ლევან კორღალიძემ, გუნდის ახალწვეულებს სიმბოლურად, სათამაშო მაისურები გადასცეს.

fcloco.ge

მკითხველის კომენტარები / 4 /
მოვა დრო და მამარდაშვილი ვალენსიაში გადავა. ნახეთ თუ გინდათ
გიო
13:14 22-10-2022
0
ლოკომოტივის გასვლას დაშლილი ტორპედო გასულიყო სჯობდა ფანები მაინც ყავს ტორპედოს აბა ეს რა გაძლიერებაა? პირველივე ეტაპზე ამოტენის არარატის დონის გუნდი და შეგვარცხვენენ ))
6
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული