დებიუტანტმა "მერანმა" გაუძლო და ბათუმში ქულა მოიპოვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
29 თებერვალს, ეროვნული ლიგის პირველ ტურში, წვიმიან ამინდში, ბათუმის "დინამოსა" და თბილისის "მერანის" მატჩი 0:0 დასრულდა.

როგორც მოსალოდნელი იყო, მასპინძლები თავიდანვე დაეუფლნენ უპირატესობას, დიდი ძალებით უტევდნენ, ტაიმის ბოლოს მამუჩაშვილმა და ორჯერ ფლამარიონიმ ვერ გამოიყენეს მომენტები.

მეორე ტაიმში თამაშის სურათი არ შეცვლილა, "დინამო" განუწყვეტლივ უტევდა, "მერანი" თავს უნარიანად იცავდა, მოწოდების სიმაღლეზე იდგა მეკარე თევდორაძე. შეხვედრის დასასრულს ტრავმა მიიღო ზღვისპირული გუნდის თავდამსხმელმა ფლამარიონიმ, რადგან მწვრთნელ გეგუჩაძეს სამივე ცვლილება გამოყენებული ჰქონდა, კაცნაკლულნი დარჩნენ და - 0:0.

ბათუმი. "ანგისა"
დინამო (ბთ) - მერანი 0:0

დინამო
(ბთ) (4-2-3-1): ალავიძე (კ), გეგეჭკორი, კობახიძე, გაგოშიძე, ნავალოვსკი, ცინცაძე (მანჯგალაძე 70), ჯიღაური, გონსალვესი (გაფრინდაშვილი 77), მამუჩაშვილი, ფლამარიონი, დვალიშვილი (საბანაძე 65)

მთ. მწვრთნელი: გია გეგუჩაძე

მერანი (4-2-3-1): თევდორაძე, გაფრინდაშვილი, ფოფხაძე (კ), თევზაძე, ვასაძე, კახელიშვილი, მახარობლიძე (ფიფია 75), გეწაძე (ნიქაბაძე 63), გაბისკირია (ჩიქოვანი 90+4), დათუნაიშვილი, დეისაძე

მთ. მწვრთნელი: გიორგი დარასელია
მკითხველის კომენტარები / 9 /
გასაკვირი არაფერია.დებიუტანტები კარგად დაუდგნენ მეტოქეებს, გააზრებული ჰქონდათ რომ მთავარია არ წააგონ და საწადელსაც მიაღწიეს.
წელს ძალიან დიდი ოდენობით იქნება ფრეები,ასე რომ შეეჩვიეთ აქედანვე.
თბილისის და ბათუმის დინამოების არ მჯერავს, მაგათზე უკეთ მგონია ტორპედო და თელავი იასპარეზებენ. აი საბურთალო კი ფორმაში მალე ჩადგება.
Jango
01 მარტი 2020 00:40
2
ნეტა გოლს როდის ვეგირსებიტ?
კახა
29 თებერვალი 2020 23:53
0
როგორც მე ვარ ჩინეთის იმპერატორი ისე გეგუჩაძე მწვრთნელი
ბათუმის ფანი
29 თებერვალი 2020 23:10
6
Mgoni samtredia gaxdes chempioni
Bacho
29 თებერვალი 2020 23:04
6
სანამ გეგუჩაძე მწვრთნელი იქნება მე თამაშზე მყურებელი აღარ ვარ!!!
ბათუმის ფანი
29 თებერვალი 2020 22:38
7
წინა სეზონში რაღაც სტატისტიკის დამთვლელი ხომ იყო? კუთხურებსაც ითვლიდა, ბურთის ფლობასაც და სად გაქრა ??
ზუზუ
29 თებერვალი 2020 22:29
0
ავტორ მეტი დაააფააასე მერაანი სათაააური კორექტული არ არი
Herihaaaa
29 თებერვალი 2020 22:29
5
მემგონი დროა საქართველოს ჩემპიონატი გამოცხადდეს სამოყვარულო ან ნახევრად პროფესიონალურ ჩემპიონატად,ისე როგორც უელსის და რამოდენიმე ევროპული ქვეყნის ჩემპიონატია. აბა სირცხვილია ჩემპიონატი დაიწყო,180 წუთი ითამაშა ოთხმა გუნდმა და გოლი არ გასულა.რამე სხვა სპორტი რომ გეცადათ პროფესიონალურად და ფეხბურთი სამოყვარულოდ აგორაოთ არა?პროფესიონალებად მხოლოდ უცხოეთში მოთამაშე ფეხბურთელები უნდა ითვლებოდნენ.
საქართველო
29 თებერვალი 2020 22:28
9
დაწყებაც ამას ქვია
macbook pro
29 თებერვალი 2020 22:21
0

სიახლეები პოპულარული