25 წლის უკრაინელი ნახევარმცველი მიხაილო შიშკა "სამტრედიაში" გააგრძელებს კარიერას, - ამის შესახებ იმერული კლუბი თავისი ვებგვერდით იტყობინება.
შიშკა გასულ სეზონში თბილისის "დინამოში" თამაშობდა და ჩემპიონატის 7 მატჩში 1 გოლი გაიტანა.
სეზონის დაწყების წინ "სამტრედიამ" აგრეთვე თბილისის "დინამოს" ყოფილი ფეხბურთელები: გუჯა რუხაია, ლაშა თოთაძე და სტეფან სიკაჩი დაიმატა.
7 მარტს, ეროვნული ლიგის მეორე ტურში "სამტრედია" "ტორპედოს" უმასპინძლებს.
არქი და მენეჯმენტო,ცოტა ტვინი გაანძრიეთ,რა ხდება ეს რა უბედურებაა...მესმის 4-5, მარა 9?