"სამტრედიაში" კიდევ ერთი ექსდინამოელი გადავიდა

AutoSharing Option
25 წლის უკრაინელი ნახევარმცველი მიხაილო შიშკა "სამტრედიაში" გააგრძელებს კარიერას, - ამის შესახებ იმერული კლუბი თავისი ვებგვერდით იტყობინება.

შიშკა გასულ სეზონში თბილისის "დინამოში" თამაშობდა და ჩემპიონატის 7 მატჩში 1 გოლი გაიტანა.

სეზონის დაწყების წინ "სამტრედიამ" აგრეთვე თბილისის "დინამოს" ყოფილი ფეხბურთელები: გუჯა რუხაია, ლაშა თოთაძე და სტეფან სიკაჩი დაიმატა.

7 მარტს, ეროვნული ლიგის მეორე ტურში "სამტრედია" "ტორპედოს" უმასპინძლებს.

მკითხველის კომენტარები / 3 /
კარგი ბიჭია, გააძლიერებს სამტრედიას, გამოადგებათ...
zura
11:49 06-03-2020
0
რა უბედურებაა ეს რაა კაცო,კაი მემსის სამტრედიელი ბევრი არა გვაყავს მაგრამ ქართველი ხომ შეიძლება მეტი იყოს,კლუბში ყოველი მესამე უცხოელია,ქართველების სპორტული გენოციდი მიდის თავზეხელაღებული, კლუბში 9 იმპორტირებული ფეხბურთელია , ამდენი არავის ჰყავს, გორის დილას 8 ჰყავს.
არქი და მენეჯმენტო,ცოტა ტვინი გაანძრიეთ,რა ხდება ეს რა უბედურებაა...მესმის 4-5, მარა 9?
jango
15:23 06-03-2020
7

სიახლეები პოპულარული