ქართული ფეხბურთი

ეროვნული ლიგა

თეიმურაზ შალამბერიძე: რთულ თამაშს ველოდებოდით და ასეც მოხდა

AutoSharing Option
თბილისის "მერანთან" ფრედ დასრულებული მატჩის შემდეგ "საბურთალოს" მთავარმა მწვრთნელმა თემურ შალამბერიძემ კომენტარი გააკეთა:

"რთულ თამაშს ველოდებოდით და ასეც მოხდა. მართალია, "მერანი" დებიუტანტია, მაგრამ მოწინააღმდეგე გუნდში ბევრი გამოცდილი და ისეთი ფეხბურთელია, რომელსაც უმაღლეს ლიგაში აქვს ნათამაშები. საკმაოდ საინტერესო შეხვედრა გამოდგა, თუმცა, სამწუხაროა, რომ გულშემატკივარმა გატანილი გოლები ვერ იხილა. ვეცდებით, მომავალში უკეთ წარმოვაჩინოთ თავი და გამარჯვებები მოვიპოვოთ.

რაც შეეხება გიორგი კოხრეიძისა და ლევან კაკუბავას ტრავმებს – კაკუბავას კოჭის ტრავმა აქვს და ორი-სამი კვირით გამოგვაკლდა. გიორგი კოხრეიძე თამაშის მიმდინარეობისას დაშავდა და ექიმები რამდენიმე
დღეში გვეტყვიან, რამდენად რთულია ფეხბურთელის მდგომარეობა".

fcsaburtalo.ge