ქართული ფეხბურთი

ეროვნული ლიგა

ქუთაისის "ტორპედოს" ღირსეული საქციელი - ქუთაისელები ინიციატივით გამოვიდნენ

AutoSharing Option
ფოტო: facebook.com/FCTorpedoKutaisi1946

საფეხბურთო კლუბმა ქუთაისის "ტორპედომ" ოფიციალურ "ფეისბუქგვერდზე" კორონავირუსთან დაკავშირებით სპეციალური განცხადება გაავრცელა.

"ქვეყანაში შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, ვგრძნობთ საზოგადოებრივ პასუხისმგებლობას და ვითვალისწინებთ რეკომენდაციებს. რისკების თავიდან არიდების მიზნით, როგორც მთავარი, ისე ასაკობრივი გუნდები გარკვეული დროით წყვეტენ ვარჯიშს.

ამასთანავე, მზად ვართ კლუბის საწვრთნელი ბაზა საკარანტინო ზონად მოვაწყოთ", - ვკითხულობთ განცხადებაში.
ასევე დაგაინტერესებთ