რომან ფიფია: პრობლემები მალე გადაივლის, წინ კი ბევრი სიხარული და გამარჯვება გველოდება

AutoSharing Option
მინდა მივმართო "დინამო თბილისის" თანამშრომლებს, ფეხბურთელებს, მწვრთნელებს, აკადემიის წევრებს, გულშემატკივრებს და ყველა ადამიანს, რომელიც "დინამო თბილისის" დიდი ოჯახის წევრია.

იმ რთულ ვითარებაში, რომელიც ვირუსის გავრცელებამ გამოიწვია, მნიშვნელოვანია თითოეულმა ჩვენგანმა გავიაზროთ სოციალური პასუხისმგებლობა გამოხატული ერთმანეთის მოფრთხილებით, ვიყოთ იზოლირებულები და დავიცვათ ჰიგიენის წესები, რომელიც დღესდღეობით ვირუსთან ბრძოლაში ერთადერთ ეფექტურ საშუალებას წარმოადგენს. გვახსოვდეს, რომ ამით დავიცავთ ჩვენი და ჩვენი უფროსი თაობის ჯანმრთელობას. ასევე უნდა გვესმოდეს, რომ საქმეს, რომელსაც ჩვენ ვემსახურებით, რთული დრო უდგას. მსოფლიოს ყველა ქვეყანაში შეწყვეტილია ეროვნული ჩემპიონატი, რასაც უდიდესი სპორტული და
ფინანსური ზიანი მოაქვს სპორტის ამ სახეობისთვის.

ფეხბურთი საჭიროებს ინტენსიურ, დინამიკურ მუშაობას და შესაბამისად, მისი ძველ კალაპოტში დაბრუნება არ იქნება ადვილი და დასჭირდება გარკვეული დრო. თუმცა, დარწმუნებული ვარ, ყველა ერთად დავძლევთ ამ გამოწვევას. მთავარია, ვიზრუნოთ ერთმანეთზე. უფლის წყალობით ეს პრობლემები მალე გადაივლის, წინ კი ბევრი სიხარული და გამარჯვება გველოდება. ჯანმრთელობას გისურვებთ!

სკ "დინამო თბილისის" პრეზიდენტი - რომან ფიფია

fcdinamo.ge

მკითხველის კომენტარები / 10 /
მე რა მიკვირს იცით ხალხო? აი, მე და თქვენ ვხვდებით და ვიძახით რო დინამო ჭაობია!! და ის მაგარი ხალხი , ვგულისხმობ გაბელიას, ჩივაძეს, გუცაევს და ნუ მოკლედ ყველას , ( აღარ ვაგრძელებ ჩამოთვლას შეგნებულად) , აი ეს ხალხი ასეთ გასაცოდავებულ მდგომარეობაში რო უყურებს დინამოს , მე მათ ვეკითხები! არ გეცოდებიათ ხალხო ? გული არ გწყდებაათ? ამ სიბერეში თქვენ სიტყვას ოქროს ფასი აქ ისედაც და რას დადუმებულხართ?! რატო გერიდებათ სიმართლის თქმა ?! მე ვიცი რო ძალიან წესიერი და მორიდებული ხალხი ხართ, მაგრამ თუ თქვენ არ ამოიღებთ ხმას, და არ იაქტიურებთ, აი მე და ჩემნაირები კი ვიყვირებთ, მაგრამ აზრი ?? არც არაფერი!!! ამ ფიფიას ყავდეს ეს აკედემია, შეიძლება ამ კაცმა ამის მეტი აღარ იცის , ესეც ხო ფაქტია არაა? , რაც შეეძლო გააკეთა, მეტს ვერ აკეთებს! დაიტოვოს ეს აკადემია და გუნდი გაასხვისოს ვინმე ისეთზე ვისაც აქვს პრეტენზია რო გუნდი იყოს ლიგაზე ან ევროპაზე!!! ეს კაცი ვერ იზავს ამ ამბავს , შანსი არააა, არააა მაგის კაცი!!! არსებობენ ადამიანები , რომლებიც წარმატებულები არიან, მაგრამ რაღაც ზღვრამდე, იმის იქით ვსიო! მორჩა! არ წავა , და ასეა ეს ფიფიაც, თუ არ გჯერათ ჩემი, ჩახედეთ მის პირად ბიოგრაფიას!!! მადლობა ბატონო რომან , მაგრამ იქნებ მიხვდე რომ ამოწურეთ თქვენი რესურსი !!!
Vasili
27 მარტი 2020 22:39
1
რას ამბობთ? რა ხმა ამოიღონ, ნახეთ ინტერვიუები ნებისმიერ ვეტერან დინამოელთან, აქებენ და ადიდებენ ფიფიას. ამის შემდეგ ვინმეს აქვს იმედი, რომ რამეს საწინააღმდეგოს იტყვიან?
: )))))))
28 მაისი 2020 23:20
0
პირწავარდნილი აფერისტი
simartle
27 მარტი 2020 01:30
0
ბატონო რომან, ნამდვილი ქართველი გულშემატკივრების სახელით მადლობას გიხდით ქართული ფეხბურთის განვითარებაში ჩადებული დიდი შრომისა და ფინანსების გამო. რაც შეეხება გამარჯვებებს დ სიხარულს თქვენ ფაქტიურად იწინასწარმეტყველეთ ის რაც ამ პანდემიის მერე მოხდება. საქმე იმაშია რომ მზადდება (მიმდინარეობს საინფორმაციო მულტფილმის გადაღება) და სწორედ დინამოში, როგორც ერთადერთ გამართულ და ნამდვილ კლუბში დაინერგება უნიკალური ინოვაცია რის შედეგადაც დინამო და ზოგადად საქართველო მსოფლიოში მოწინავე საფეხბურთო კლუბი და ქვეყანა გახდება და ეს სულ რამდენიმე თვეში. მომავალ შეხვედრამდე.
zaza
26 მარტი 2020 13:13
6
ხოო შენს ხელში ხომ აქამდე სულ გამარჯვევებით იარა დინამომ, არ გამოუტოვებია არცერთი ევროპული წლის ჯგუფური ტურნირი. შენ და შენნაირმა ფეხბურთის ფუნქციონერებმა თუ ვაი მენეჯერებმა მიიყვანეს საქმე აქამდე, რომ ვიღაც ბატეს, ასტანას თუ ყარაბაღის თამაშებს ვადევნებთ თვალს ევროპაზე (ისე ამხელა სტადიონზე ცარიელი ტრიბუნების წინ თამაშს არ სჯობია, სადმე პატარა სტადიონი იქირავონ, რამდენიმე ათასიანი, მაყურებელი მაინც გამჩნდება და რაღაც ფონი შეიქმნება. აი აქამდე მიიყვანეს საქმე . . .).კიი დიდი გამარჯვებები გელოდება, როგორ არა - 70-80 -ინის დინამოს ძველი დიდების გამო გეტყვიან მობრძანდი ბატონო რომან ჩვენს ლიგის ჯგუფშიო...
ანდრო
25 მარტი 2020 11:21
0
შენს ხელში სიხარული ბატონო რომან?
ბათუმის ფანი
25 მარტი 2020 02:38
0
ამ უნამუსო კაცმა დაასამარა დინამო და ეხლაც გვაბოლებს. ბევრი სიხარული და გამარჯვება თუ არ იქნა წახვალ? გაყიდე რა გუნდი თავისი აკადემიით და სტადიონით. ცნობილი ბრენდია და კარგი მყიდველიც გამოუჩნდება, რომელიც ათ შენდენს მაინც დახარჯავს. მოგვშორდი რა, იყიდე ნებისმიერი ქართული კლუბი და იქ აშენე. ქვეყნისათვის საქადულო კაცის სახელით წახვალ. დაგვიბრუნე დინამო თუ ღმერთი გწამს.
emigranti
25 მარტი 2020 01:44
2
რას ამბობ, Თუ კაცი ხარ! ჯერ კიდევ დარჩა ფული გასათეთრებელი და ნაურუდან ხალხი ჩამოსაყვანი
: )))))))
25 მარტი 2020 09:43
0
ეს რომ გვაბოლებს მისი ჭკუით მაგაზე ორი აზრი არ არსებობს მაგრამ ვინ გეგულება ისეთი ვინც დინამოს იყიდის და ფულს დაახარჯავს???
სამწუხაროდ და საუბედუროდ არაფრის იმედი არ არის ამ ახლო მომავალში რომ ქართული გუნდი ბატეს, ყარაბახს ან თუნდაც ასტანას ამოუდგეს გვერდში.
გუჯი
25 მარტი 2020 05:07
7
შენი რომ არ სჯერა აღარავის ? რასაც ამბობ, ერთი სიტყვა არ დაიჯერება.მომავალ წელს ლიგას ხომ არ დადებთ, ბატონო რომან?
: )))))))
24 მარტი 2020 21:56
3

სიახლეები პოპულარული