"სამტრედიას" ფეხბურთელებმა ასაკოვან გულშემატკივრებს პროდუქტები გადასცეს

AutoSharing Option
"სამტრედიას" ფეხბურთელებმა გუნდის ასაკოვან გულშემატკივრებს პროდუქტები გადასცეს, - ამის შესახებ ინფორმაცია კლუბმა გაავრცელა:

"დღეს, ს.კ. "სამტრედიას" რამდენიმე ფეხბურთელი და კლუბის სხვა წევრები ჩვენი გუნდის ასაკოვან გულშემატკივრებს შეხვდნენ და საჩუქრად სხვადასხვა სახის პროდუქტები გადასცეს.

მიხეილ ხუციშვილი (კლუბის დირექტორი): "ვუერთდებით საერთაშორისო გამოწვევას და გვსურს, კორონავირუსთან საბრძოლველად ჩვენი მოკრძალებული წვლილიც შევიტანოთ. ფეხბურთელები, სამწვრთნელო შტაბის წევრები და კლუბის ხელმძღვანელები თბილისში ვიმყოფებით და თვითიზოლაციაში ვართ.

სამტრედიაში ჩასვლა ამიტომ ვერ მოვახერხეთ, თუმცა სამტრედიას ადგილობრივმა ფეხბურთელებმა იმ ასაკოვან გულშემატკივრებს, რომლებიც წლებია სამტრედიას თამაშებზე დადიან და გვერდში გვიდგანან,
სხადასხვა პროდუქტები გადავეცით. დარწმუნებული ვარ, კორონავირუსს მალე ერთად დავამარცხებთ და ჩვენს კლუბს სტადიონიდან კვლავ ერთად ვუგულშემატკივრებთ".

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 2 /
ბიჯო ტოლიკიჩ გიზოიას საჭმელი აკლია?
goga
10:11 28-03-2020
0
ჰა ჰა ჰა ვიცანით. მგონი ეს გიზო უნდა იყოს :) გინების დიდოსტატი!
jango
22:47 27-03-2020
3

სიახლეები პოპულარული