"ლოკომოტივი" სოსო ფრუიძემ ჩაიბარა

AutoSharing Option
"ლოკომოტივს" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს. წლის ბოლომდე გუნდი გამოცდილმა სპეციალისტმა - სოსო ფრუიძემ ჩაიბარა.

"სოსო ფრუიძე ქართულ ფეხბურთში საკმაოდ ცნობილი მწვრთნელია. მისი სამწვრთნელო კარიერა 1994 წლიდან დაიწყო. ყველაზე დიდი დრო კი ფრუიძემ საჩხერის "ჩიხურაში" გაატარა, სადაც 2008 წლიდან მუშაობდა და იმერული კლუბი მხოლოდ მიმდინარე სეზონის დაწყებამდე დატოვა.

წარმატებებს ვუსურვებთ ბატონ სოსოს "ლოკომოტივთან" ერთად", - ნათქვამია კლუბის განცხადებაში.
მკითხველის კომენტარები / 9 /
წარმატებები წუწუნა კაცს :D
ჯონი
06 აპრილი 2020 15:26
0
ბატონ სოსოზე ვერავინ იტყვის რომ ის უნამუსოა. საქართველო პატარა ქვეყანაა და აქ არაფერი იმალება.პირიქით, მასზე ამბობენ რომ ზედმეტად პატიოსანია და ის არასოდეს იტყუება.თუ გამოცდილებასაც და საქმისადმი სიყვარულს დავამატებთ მივიღებთ შესანიშნავ ადამიანსა და მწვრთნელს.თვალწინ მიდგას იაროსლავის შინიკის კარში შორი მანძილიდან მისი გატანილი ულამაზესი ჯარიმა.თაზო კოსტავას მერე ტორპედოში ასეთი დონის მცველი აღარ ყოფილა. წარმატებები ბატონ სოსოს.
zaza
01 აპრილი 2020 14:09
1
ძმებო ხელფასი კიდევ მეტი უნდა მიცენ მაგრამ რო ვერაფერს გააკეთებს შესაბამის დროში აღარ უნდა აცალონ! აბა უხელფასოდ გაკეთებული საქმე არ ვიცი,!!?
Z.g.
01 აპრილი 2020 10:34
0
წინა კომენტარი არ დადეთ და იქნებ ეს მაინც....რაც ამ უნამუსო ფრუიძეს ხელფასი დაუნიშნეს იმაზე ცოტას ითხოვდა კორღალიძე სანამ ესეთი მდგომარეობაა ქვეყანაში და ლოგიკა მითხარით ერთი, დარწმუნებული ვარ შედეგი შესაბამისი იქნება საქციელების.წარმატება კორღალას და ვინც გვერდში დაუდგნენ.
რატომ
31 მარტი 2020 22:16
7
ამ კაცს მთავარია მისცენ დრო გუნდში და ნახავთ რა შედეგებსაც დადებს... თითქმის წაქცეულ და უფულო ჩიხურას ზურგით ათრევდა (!)... რასაც ჩიხურამ მიაღწია, ყველაფერი ამ კაცის დამსახურებაა.. წარმატებები
ზუზუ
31 მარტი 2020 17:47
1
ისე არსებულ შტაბთან რა უნდოდათ? დადეს შედეგები და სადაა ლოგიკა?
Irakli Apkhaidze
31 მარტი 2020 16:28
0
sakartveloshi ert erti kargi mwvtnelia, lokomotivs ashkarad mouxdeba, gamoucdel korgalidzes jobia uechveli
zurab
31 მარტი 2020 09:11
3
საინტერესოა როგორ იმუშავებს ამ გუნდში. მე ძალიან მომწონს ეს გადაწყვეტილება.
giorgi
30 მარტი 2020 22:45
2
ერთ თვეში ფეხზე დააყენებს! ))
www
30 მარტი 2020 17:01
4

სიახლეები პოპულარული