ქართული ფეხბურთი

ეროვნული ლიგა

ქართული გუნდებიდან პირველმა ვარჯიში "ლოკომოტივმა" განაახლა

AutoSharing Option
კორონავირუსის გამო შეწყვეტილი სეზონისას ქართული გუნდებიდან პირველმა ვარჯიში "ლოკომოტივმა" განაახლა.

ამის შესახებ ინფორმაციას კლუბი თავისი "ფეისბუქის" გვერდით ავრცელებს:

"ორთვიანი პაუზის შემდეგ "ლოკომოტივის" ფეხბურთელები სავარჯიშო მოედანს უბრუნდებიან. აღდგენილი სავარჯიშო პროცესი სრული დატვირთვით მიმდინარეობს. ორკაციან ჯგუფებად დაყოფილი ფეხბურთელები "ლოკომოტივის" აკადემიის დიღმის მოედანზე ვარჯიშობენ".

შეგახსენებთ, "ლოკომოტივი" 2 ტურის შემდეგ 6 ქულით ჩემპიონატის ლიდერია და გუნდს ლევან კორღალიძის ნაცვლად სათავეში სოსო ფრუიძე ჩაუდგა.

ჯერ უცნობია, როდის განახლდება ეროვნული ლიგის გათამაშება.