თბილისის "დინამო" განელმა ფორვარდმა დატოვა

AutoSharing Option
ფოტო: facebook.com/DINAMOTB

თბილისის "დინამოს" "ფეისბუქგვერდის" ინფორმაციით, კლუბი განელმა ფორვარდმა კვამე კარიკარიმ დატოვა.

28 წლის ფორვარდმა დედაქალაქურ კლუბთან კონტრაქტი გასულ ზაფხულს გააფორმა და ხელშეკრულებას ვადა უკვე ამოეწურა. კლუბი ფეხბურთელს მომავალ კარიერაში წარმატებებს უსურვებს.

კარიკარიმ "დინამოს" მაისურით მოედანზე 498 წუთი გაატარა და 3 გოლი გაიტანა. თბილისურ გუნდში გადმოსვლამდე განელი მოთამაშე ბაქოს "ნეფთჩის" ღირსებას იცავდა.



მკითხველის კომენტარები / 2 /
სამაგიეროდ გაბედავა ყავთ .. ამ წელს ისეთი ტრანსფერები დადო დინამომ ჩემპიონთა ლიგას თუარ ევროპა ლიგას მოიგებს უეჭველი... მაგარი ცოდოები ვართ ქართველი გულშემატკივარი გინდა კლუბის დონეზე გინდა ნაკრების...
Jeyjey
16:47 24-06-2020
1
დინამოს გულშემატკივარი ვარ, მაგრამ წელს ბათუმი მირჩევნია გახდეს ჩემპიონი. შემადგენლობას რომ გადავხედოთ დინამოს ბევრი პრობლემააქვს ძალიან და ევროტურნირებზე წარმატების შანსი მცირეა აი ბათუმს კი ყველაფერი აქვს რაც საჭიროა ერთადერთი ზოგიერთი ფანი რომელიც ამცირებს თბილისს რიგი უაზრო მიზეზების გამო უფუჭებს ამ გუნდს სახელს
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული