ქართული ფეხბურთი

ეროვნული ლიგა

თბილისის "დინამო" განელმა ფორვარდმა დატოვა

AutoSharing Option
ფოტო: facebook.com/DINAMOTB

თბილისის "დინამოს" "ფეისბუქგვერდის" ინფორმაციით, კლუბი განელმა ფორვარდმა კვამე კარიკარიმ დატოვა.

28 წლის ფორვარდმა დედაქალაქურ კლუბთან კონტრაქტი გასულ ზაფხულს გააფორმა და ხელშეკრულებას ვადა უკვე ამოეწურა. კლუბი ფეხბურთელს მომავალ კარიერაში წარმატებებს უსურვებს.

კარიკარიმ "დინამოს" მაისურით მოედანზე 498 წუთი გაატარა და 3 გოლი გაიტანა. თბილისურ გუნდში გადმოსვლამდე განელი მოთამაშე ბაქოს "ნეფთჩის" ღირსებას იცავდა.



ასევე დაგაინტერესებთ