მიხეილ აშვეთია: "ტორპედოს" პრეზიდენტი კარგ იმედებს იძლევა

AutoSharing Option
ეროვნული ლიგის განახლების წინ ქუთაისის "ტორპედოს" მწვრთნელმა მიხეილ აშვეთიამ კლუბის საიტთან გუნდის მდგომარეობაზე ისაუბრა:

"როგორც კი საშუალება მოგვეცა, მზადებას შევუდექით. როცა დაგვრთეს ნება, გუნდური ვარჯიშები აღვადგინეთ, მანამდე კი ფეხბურთელები ინდივიდუალური პროგრამებით ვარჯიშობდნენ.

კარანტინში ვიმყოფებით, ვემზადებით ჩემპიონატის განახლებისთვის. ჩვენთვის მნიშვნელოვანი მატჩია, გამომდინარე იქიდან, რომ პირველ ორ მატჩში დავმარცხდით, რაც რამდენიმე მიზეზით იყო განპირობებული. ახლა ფიზიკურადაც და ტაქტიკურადაც გუნდი კარგადაა მომზადებული.

კლუბის პრეზიდენტი გვესაუბრა მწვრთნელებსა და ფეხბურთელებს. კარგ იმედებს იძლევა, კლუბის ყოველდღიურობაში ის აქტიურადაა ჩართული და ფინანსური პრობლემაც არაა გუნდში - კარანტინის
პერიოდში რასაც დაგვპირდა, ყველაფერი შეასრულა, დავალიანებები გაისტუმრა. უახლოეს დღეებში ის საქართველოში ჩამოვა და გუნდს ადგილზეც შეხვდება. მთელი გუნდის სახელით, მსურს მას დიდი მადლობა გადავუხადო, რომ მიუხედავად ასეთი რთული პერიოდისა, კლუბს ბოლომდე გვერდში დაუდგა. ჩვენი მხრივ კი, ვეცდებით, იმედები გავუმართლოთ.

გულშემატკივრის გარეშე თამაში ცუდია, მაგრამ ფეხბურთელებს ეცოდინებათ, რომ მიუხედავად სიშორისა, გულშემატკივარი მათ გვერდითაა და უფრო მეტად მოინდომებენ".

მკითხველის კომენტარები / 2 /
ტორპედო როგორც ლეგენდარული ფენიქსი ისევ აღდგება ფერფლისაგან და უფრო მეტ სიმაღლეზე აფრინდება ვიდრე ის წარმატების წლებში იყო. შენ ქუთაისის და ქვეყნის სიამაყე ხარ ყველაზე გამორჩეული გუნდი საქართველოში და შენ არ გაქ უფლება ძირს დაცემული წამოდგომა ვერ შეძლო უფლება არ გაქ შენზე თავგადაკლული ბალერშიკები დააღალატო, დაე წინ კიდევ უამრავჯერ ვიხილავთ შენს სახელს პედესტალის უმაღლეს მწვერვალზე ატყორცნილს.
Nostadamus
16:01 25-06-2020
1
რაც მეტი ძლიერი გუნდი იქნება, მით უფრო მოიმატებს დონე ჩვენს ჩემპიონატში, წარმატებები ტორპედოს
irakli
09:17 25-06-2020
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული