ეროვნული ლიგა. III ტური: თბილისის "დინამომ" "საბურთალოს" უპრობლემოდ სძლია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
25 ივნისს, განახლებული ეროვნული ლიგის მესამე ტურში, თბილისის "დინამომ" "საბურთალო" 3:0 დაამარცხა.

კორონავირუსის გამო შეჩერებული საქართველოს ჩემპიონატი ტურის და საერთოდ, ტურნირის ერთ-ერთი ცენტრალური მატჩით განახლდა, რომელშიც "დინამომ" მოულოდნელად ადვილად დაჯაბნა მეტოქე და დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა.

მატჩი "საბურთალოს" აკადემიის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის ხსოვნის პატივსაცემად წუთიერი დუმილით დაიწყო.

პირველ ტაიმში "დინამო" შესანიშნავად შესრულებული საჯარიმოთი კუციამ დააწინაურა. შესვენების შემდეგ ბუღრიძის განივ გადაცემაზე ყველას კაპანაძემ დაასწრო და ანგარიში გაზარდა, ხოლო ცოტა ხანში თავად ბუღრიძემაც დალაშქრა კუპატაძის კარი და გამარჯვებულის ვინაობაც გაარკვია.

2 ივლისს "საბურთალოს"
ბათუმში ადგილობრივ "დინამოსთან" მძიმე გასვლა ელის, თბილისის "დინამო" კი 3 ივლისს "ლოკომოტივს" უმასპინძლებს.

თბილისი. "მიხეილ მესხი"
საბურთალო-დინამო (თბ) 0:3
გოლები: 0:1 კუცია (17), 0:2 კაპანაძე (50), 0:3 ბუღრიძე (54)
გაძევება: ლაკვეხელიანი (87)

საბურთალო (4-2-3-1): კუპატაძე, მალი, მარგველაშვილი (კ), ლაკვეხელიანი, კაკუბავა, ნონიკაშვილი (გულიაშვილი 61), ტერა (ცნობილაძე 46), ალთუნაშვილი, ტაბატაძე, კოხრეიძე (მაჭარაშვილი 69), ქავთარაძე

მთ. მწვრთნელი: შალამბერიძე

დინამო (თბ) (4-2-3-1): კვასხვაძე, ლოჩოშვილი, კობოური, ქიმაძე, მექვაბიშვილი (ქარდავა 71), ტრუბოჩკინი, პაპავა (კ), პერნამბუკო (დაფე 85), კუცია, ბუღრიძე (აზაროვი 75), კაპანაძე

მთ. მწვრთნელი: ჩხეტიანი

მკითხველის კომენტარები / 3 /
აუ საბურთალოს რა გამორჩეული ფეხბურთელები ყოლია, განსაკუთრებით მაგარი მწვრთნელი და შეცვლაზე მყოფი ფეხბურთელი,სად ნახეს ასეთი ფრხბურთელები,მაგრამ დინამომ დაანახა და მიუჩინა თავის ადგილი საბურთალოს
ხაჩიკიანების ისტორიული სამშობლო
15:12 26-06-2020
0
არა რა აშკარად ეტყობა ხაჩიკების ხელი საბურთალოს,მწვრთნელის ხელი დატყობია გუნდს
lado
23:05 25-06-2020
3
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული