ეროვნული ლიგა. III ტური: "თელავმა" ბათუმში ფრეს მიაღწია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ეროვნული ლიგის მესამე ტურში ბათუმის "დინამო" საკუთარ მოედანზე "თელავს" დაუზავდა - 1:1.

ფლამარიონმა დებიუტშივე წინ გაიყვანა მასპინძლები, თუმცა სტუმრები არ შეეპუენ და შესვენების შემდეგ კოხრეიძემ საპასუხო გოლი გაიტანა. დარჩენილ დროში ბათუმელები ბევრს უტევდნენ, მაგრამ გოშაძის კარის დალაშქვრა ვერ მოახერხეს.

ბათუმის "დინამომ" ჩემპიონატზე მესამე მატჩიც ფრედ დაასრულა, "თელავმა" კი კარგი შთაბეჭდილება დატოვა და მესამე ქულა მოიპოვა.

2 ივლისს ბათუმის "დინამო" "საბურთალოს, ხოლო "თელავი" 4 ივლისს "სამტრედიას" უმასპინძლებს.

ბათუმი. "ანგისა"
დინამო (ბთ) - თელავი 1:1
გოლები: 1:0 ფლამარიონი (1), 1:1 კოხრეიძე (53)

დინამო
(ბთ) (4-2-3-1): ალავიძე (კ), გეგეჭკორი, კობახიძე, ნავალოვსკი, ობოაბონა, ცინცაძე (ტეიდი 79), გაფრინდაშვილი (მანჯგალაძე 46), ჯიღაური, მამუჩაშვილი, ფლამარიონი, დვალიშვილი (ნიქაბაძე 63)

მთ. მწვრთნელი: გეგუჩაძე

თელავი (3-4-3): გოშაძე, თოლორდავა (კ), ბერიაშვილი, ჩუკვურა, ძოწენიძე, ჩაბრაძე, მ. ბაშალეიშვილი, რუხაძე (ნ. ბაშალეიშვილი 86), მოსიაშვილი (ვარშანიძე 75), კოხრეიძე, კვასოვი (სამუშია 60)

მთ. მწვრთნელი: გოცირიძე
მკითხველის კომენტარები / 8 /
ყოჩაღ თელავი. ვულაცავ კარგ თამაშს და კიდევ ერთ ქულას ამბიციურ ბათუმთან. თელავი მშვენიევრად იცავდა თავს და გოლის გატანის უფრო მეტი შანსი ჰქონდათ, ცოტა გამართლება და ბათუმიდან 3 ქულს წამოიღებდნენ. ბათუმი ჯერ ფორმაში არ არის. არ ვთვლი რომ ბათუმელები ალმაცერად უყურებენ სხვა გუნდებს და შეურაწყოფენ, როგორც დაბლა კომეტარში წერია.მე ძალიან მომწონდა ის ატმოსფერო რაც ანგისას სტადიონზე იყო და იმედი მაქვს სულ მალე ახალ ბრწყინვალე სტადიონზე უფრო უკეთეს ატომოსფეროს ვიხილავთ.
G.LA
26 ივნისი 2020 18:37
0
Batumi arapropfesionalebisnxelshia baladze geguchadzis mafia plus fexburtis armcodne prezidenti.gulis.amrev tamash vuyirebt 2 welia da amoxbedit yelshi wadit tavi dagbanenet .mohvshordit.arxart arc angisis arc barumisnstadionisngirsinda.motumetes chveni gulshematkivrobis
Batumeli
26 ივნისი 2020 15:56
0
როგორი გესლიანი და უსაფუძვლო კომენტარებია, რას ნიშნავს თავში ავარდნა, რომელი ფაქტებით საუბრობთ საერთოდ, ის უნდა გიხაროდეთ პირიქით როგორ დაიხვეწა ბათუმში გულშემატკივრის კულტურა და მისაბაძია მთელი საქართველოსთვის, გულშემატკივარს ხშირად მეტოქე გუნდის ფეხბურთელებისთვის ტაშიც დაუკვრიათ, ზუსტად გავარდნილმა ვიტჯორჯიამ რომელსაც არაფერში ქულა ჭირდებოდა საჩემპიონო ქულა დაგვაკარგია და მაშინ ნახევარი სტადიონი ტაშით აცილებდა მეტოქე გუნდის ფეხბურთელებს ესააა შეურაწყოფა??? არც არავინ იბრიქება ზუსტადაც შემადგენლობა ისეთი გვყავს საფუძვლიანი ამბიციებიც გაგვაჩნია მაგრამ ამით არავის არ შევურაწყოფთ. სხვებისგან განსხვავებით ყველა თამაშზე მოსაგებად გავდივართ. იყავით ობიექტურები არ ვართ ისეთ სიმაღლეზე ჯერ რო რომელიმე გუნდის წარმატება არ გაგვიხარდეს, პირადი ამბიციები და ანტიპატიების დრო ნამდვილად არაა, საერთო საქმე გავაკეთოთ უსევ ჩვენი ქვეყნის ფეხბურთის და არა მარტო ფეხბურთისთვის
Batumi90
26 ივნისი 2020 13:21
2
მაყურებელი დაუშვით თამაშებზე სხვა სტიმულს აძლევს ყველაფერს
ჯიმა
26 ივნისი 2020 12:27
0
საჩემპიონო გუნდიო
c
26 ივნისი 2020 12:17
0
დვალიშვილი გააგდეთ და თუ არ მოეწონება გეგუჩაძეს მიაყოლეთ მწვრთნელიც. 63 წუთი დადიოდა და არაფერი არ გაუკეთებია სტადიონზე. ტფუი
roma bejanidze
26 ივნისი 2020 10:52
0
მეორე წელია ბათუმს თავში აქვს ავარდნილი.პრეზიდენტიდან დაწყებული გულშემატკივრებით დამთავრებული(გუნდი რომ აგებს გადადიან მეტოქე გუნდის ფეხბურთელების შეურაცყოფაზე და მსაჯებზე).წელსაც ვერ გახდებიან ჩემპიონები.ისე გუნდს ბათუმის დინამოს მაგივრად(არცერთი ბათუმელი არაა ძირითადში და გუნდში მხოლოდ თევდორაძეა) სხვა სახელი დაარქვან ჯობია.
დუდუ
26 ივნისი 2020 09:40
7
ბრავო თელავი,გაბრექილ ბათუმს მიუჩინეთ ადგილი,ერთი ფეხბურთელი არ ყავს ბათუმს ვინც გაიქცევა და გაამწვავებს,რას გავს გუნდი
გურჯაანი
26 ივნისი 2020 08:29
4

სიახლეები პოპულარული