ეროვნული ლიგა. IV ტური: "დილამ" ადვილად მოიგო და ჩემპიონატში ორხელისუფლებიანობაა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
4 ივლისს, ეროვნული ლიგის მეოთხე ტურში "დილამ" "ჩიხურას" 2:0 სძლია.

გორული გუნდი საჩხერულზე უკეთ გამოიყურებოდა და კოვტალიუკმა დუბლით პირველივე ტაიმში გადაწყვიტა მატჩის ბედი.

ამ მოგებით "დილა" თბილისის "დინამოს" დაეწია, მასთან ერთად ლიდერობს ჩემპიონატს და 11 ივლისს თბილისის "მერანს" უმასპინძლებს.

რაც შეეხება ერთქულიან "ჩიხურას", 9 ივლისს სტუმრად "სამტრედიას" დაუპირისპირდება.

თბილისი. "მიხეილ მესხი"
ჩიხურა - დილა 0:2
გოლები: 0:1 კოვტალიუკი (22), 0:2 კოვტალიუკი (38)

ჩიხურა (4-2-3-1): ბეგაშვილი, მაჩაიძე, კამლაძე, კაშია (კ), კორიფაძე (დეკანოიძე 58), ჯავაშვილი, ჩიკვაიძე (კიკაბიძე 46), გვაზავა, კახაბრიშვილი, წიქარიძე, ბუხაიძე (მუჯირი
46)

მწვრთნელი: თურმანიძე

დილა (3-4-3): გუგეშაშვილი, გიორბელიძე, ხურცილავა, მაისაშვილი (კ), ჩიტეიშვილი (იენდეუნტი 61), ეტოუ, ნონდი (გორგიაშვილი 71), მარკოზაშვილი, გაგნიძე, სპანდერაშვილი (ლაცაბიძე 58), კოვტალიუკი

მწვრთნელი: ნემსაძე

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 1 /
ბრავო გორის დილას,სწორად მუშაობენ და მწვრთნელის ხელიც ეტყობა,ბებერი კომუნისტი ფრუიძესგან განსხვავებით
iko
04 ივლისი 2020 21:18
7

სიახლეები პოპულარული