ეროვნული ლიგა. IV ტური: "თელავმა" ისტორიული გამარჯვება მოიპოვა და მეოთხე ადგილზე ადგილზე აღზევდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
4 ივლისს, ეროვნული ლიგის მეოთხე ტურში "თელავმა" საკუთარ მოედანზე "სამტრედია" 3:1 დაამარცხა.

"თელავმა" ისტორიაში საქართველოს ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა, 6 ქულით მეოთხე ადგილიზეა და 10 ივლისს თბილისში "საბურთალოს" შეხვდება.

"სამტრედია" 4 ქულით მეექვსე პოზიციაზეა და 9 ივლისს "ჩიხურას" უმასპინძლებს.

თელავი. "კავკასიონი არენა"
თელავი - სამტრედია 3:1
გოლები: 1:0 ბერიაშვილი (4), 1:1 ყურბანოვი (9, პენ), 2:1 რუხაძე (22, პენ), 3:1 ძოწენიძე (54)

თელავი (3-4-3): გოშაძე, თოლორდავა (კ), ბერიაშვილი, ჩუკვურა, ძოწენიძე, ჩაბრაძე, მ. ბაშელეიშვილი, რუხაძე (ნ. ბაშელეიშვილი 86), მოსიაშვილი (ვარშანიძე 58), სამუშია (კვასოვი
72), კოხრეიძე

მწვრთნელი: გოცირიძე

სამტრედია (4-4-2): სეფიაშვილი (კ), კილასონია, ახალაძე (ფერეირა 85), ინკუმი, კვირკვია (ლუკავა 63), ქოჩლაძე (ილურიძე 46), ყურბანოვი, მესიაჩენკო, დისი, სამბუ, იმნაძე

მწვრთნელი: კაჭარავა
მკითხველის კომენტარები / 11 /
კი მსაჯის წყალობით
1
ვულოცავ თელავს მშვენიერ თამაშს და 3 ქულას. წაუგებელი ვართ იმედია კიდევ გავაგრძელებთ წაუგებლობას. მშვენიერი დაცვა, შეკრული გუნდი და უკვე გარკვეული გამოცდილება. თელავმა დაამტკიცა ეს დინამო თბილისთან, დილასთან და ბათუმის დინამოსთან. სამტრედიასთან რაღა თქმა უნდა აუვცილებელი მოსაგები გვქონდა, რადგან პირველ ლიგაში ზუსტად ამ მსაჯმა არაფრისათვის მეკარე გაგვიგდო და პენალტი აჩუქა სამტრედიელებს. ეს მსაჯი იყო რუსთავთან პლეი ოფშიც და მოთამაშე გაგვიგდო ისევ არაფრის გულისათვის მარა მაინც მოვიგეთ. ბოღმას არ გადაყვეთ თუ ვინმეს შეგშურდათ რამე. სამტრედიიდან მინიმუმ ქულას წამოვიღებთ. კი დაბალ ლიგიდან მოდიან ბევრი ბიჭები, მარა თამაშიდან თამაშამდე უმატებენ. ჩვენ ხუთეულის გუნდი გვყავს, სამტრედიამ იფრთხილოს ისევ არ გავარდნენ. რადგან ვერაფერი ღირებული ამ თამაში ვერ შექმნეს.
G.LA
03:15 05-07-2020
1

სიახლეები პოპულარული