მხოლოდ 2 მატჩი გუნდის სათავეში - სოსო ფრუიძემ "ლოკომოტივი" დატოვა

AutoSharing Option
თბილისის "ლოკომოტივის" "ფეისბუქგვერდის" ინფორმაციით, დედაქალაქური კლუბი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა სოსო ფრუიძემ დატოვა.

"ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, სოსო ფრუიძემ "ლოკომოტივი" დატოვა.

კლუბის სახელით, მადლობას ვუხდით ბატონ სოსოს გაწეული სამუშაოსთვის და ჩვენთან გატარებული სამთვიანი პერიოდისთვის და წარმატებებს ვუსურვებთ პროფესიულ საქმიანობაში." - ვკითხულობთ გავრცელებულ განცხადებაში.

სოსო ფრუიძემ "ლოკომოტივი" მარტის ბოლოს ჩაიბარა და მისი ხელმძღვანელობით "რკინიგზელებმა" მხოლოდ 2 მატჩი გამართეს ("მერანთან" (1:1) და თბილისის "დინამოსთან" (0:4)).

უცნობია, თუ სად განაგრძობს მუშაობს გამოცდილი ქართველი სპეციალისტი და ისიც, თუ ვინ ჩაუდგება "ლოკომოტივს" სათავეში.

მკითხველის კომენტარები / 20 /
ლოკომოტივის ხელმძღვანელობა ნეტავ ვინ არის?მსგავსი უპატივსემლობა გაუგონარია,ისე ხელშეკრულება არ ქონდა რატომ გააწყვეტინა?
nodiko
07 ივლისი 2020 20:18
0
არ უნდა გაეშვათ,სოსო ფრუიძე ძალიან კარგი მწვრთნელია და არ იმსახურებდა გაშვებას. 2-3 თამაშით არ წყდება წარმატება და წარუმატებლობა. ვნახოთ ჭიაბრიშვილი რას გააკეთებს. ჩემი აზრით ბევრი არაფერი არ შეიცვლება.სოსო ფრუიძე არ დარჩება უმუშევარი და ლოკომოტივი ალბათ ინანებს კიდეც ამ შეცდომას.
თავადი78
07 ივლისი 2020 12:02
1
საჩხერე გაჭირვების ჟამს მიატოვა ეხლა ეძლევა შანსი გამოასწოროს გუნდის მდგომარეობა და დაბრუნდეს
სოს
07 ივლისი 2020 09:46
4
რა გაჭირვებაში მიატოვა, ენა როგორ გიტრიალდება...
ჩიხურა
07 ივლისი 2020 20:47
0
როგორც მოვიდა ისეც გაუშვეს,ეს კაი მაგრამ ლოკოს ხელმძღვანელობაც რომ ვერ მართავს სწორად ამას რა ეშველება?
ფრიდონი
07 ივლისი 2020 00:57
2
ფრიდონ კარგად გაარკვიე ვინ როგორ მოვიდა, კორღალიძესაც გამოკითხე როგორ წავიდა და ასეთ ჭორებს არ დაწერ.
ფრიდონს
07 ივლისი 2020 10:01
1
გამოცდილი ქართველი მწვრთნელი ... ცოტა ზედმეტი, ხომ არ არის „გამოცდილი“? დაბალი დონის უფრო მოუხდებოდა.
ჰავლაბრელი ყაიმაზა ელი..
06 ივლისი 2020 21:43
11
ლოკოს,მართლაც კარგი აკადემოია აქვს,მაგრამ დიდ გუნდში,რაღაც ვერ არის რიგზე.არ აცდიან ხალხს მუშაობას.თითქოს ყველამ იცის,რომ მწვრთნელს უნდა დააცადო,მუშაობა,მაგრამ პრაქტიკაში,მაინც მოუთმენლობით კიდევ უფრო აფუჭებენ საქმეს.თითქმის მთელ მსოფლიოში მასეა,მაგრამ ამით ჩვენ რა შეღავათი გვაქვს?
სოსო
06 ივლისი 2020 21:15
1
შემდეგ ტურში ვაკეში თუ ვერ მოვიგეთ ბერიძის ადგილას გეგუჩას გავაყოლებდი უკან ფრუიძეს
ბათუმის ფანი
06 ივლისი 2020 20:52
2
ეკრანზე მარჯვენამხარეს ცხრილს დაკვირდით ჩემპიონატის ლოკო როგორ მოხვდა პირველზე :D თუ ტრენერს გაუშვებ ქულები ემატება გუდს :D ფრუიძე არ დაიკარგება ლოკომოტივი კი რა გითხრათ
ლექსო
06 ივლისი 2020 20:37
5
მაგარი მენეჯმენტი ყავთ ამ კლუბებს რა სასწაული პირდაპირ
Gorgi
06 ივლისი 2020 20:18
0
მასე ჩიხურამ ყველა მატჩის შემდეგ უნდა იცვალოს მწვრთნელი?
ტატო
06 ივლისი 2020 17:44
0

სიახლეები პოპულარული