ეროვნული ლიგა. V ტური: გუნდი-სენსაცია - შეუჩერებელი "დილა" გალიდერდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
11 ივლისს, ეროვნული ლიგის მეხუთე ტურში "დილამ" სახლში 4:0 დაამარცხა "მერანი".

დაძაბული პირველი ტაიმის შემდეგ მასპინძლებმა მეორე ტაიმში შეძლეს თამაშში გარდატეხის შეტანა და დამსახურებული გამარჯვება მოიპოვეს. დუბლი ჩინებულ ფორმაში მყოფმა უკრაინელმა თავდამსხმელმა კოვტალიუკმა შეასრულა, რომელიც 5 გოლით ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირია.

"დილა" 11 ქულით გალიდერდა, თუმცა თუ 12 ივლისს თბილისის "დინამომ" ქუთაისში "ტორპედოს" მოუგო, ჩემპიონატზე ორხელისუფლებიანობა აღდგება.

გორი. "თენგიზ ბურჯანაძე"
დილა - მერანი 4:0
გოლები: 1:0 კოვტალიუკი (58), 2:0 გაგნიძე (64), 3:0 ლექვთაძე (74), 4:0 კოვტალიუკი (85, პენ)

დილა (3-5-2): გუგეშაშვილი, გიორბელიძე,
მაისაშვილი (კ), სანტოსი (ჩიტეიშვილი 46), იენდეუნტი, ეტოუ, ნონდი, მარკოზაშვილი (მადინგა 58), ლექვთაძე (სპანდერაშვილი 76), გაგნიძე, კოვტალიუკი

მწვრთნელი: ნემსაძე

მერანი (4-1-4-1): თევდორაძე, გაფრინდაშვილი, ფოფხაძე (კ), თევზაძე, კახელიშვილი, შარიქაძე (მიქაბერიძე 67), კაკაშვილი, დათუნაიშვილი, სარდალიშვილი, დეისაძე (შენგელიძე 34), ჩიქოვანი (ხაბულიანი 58)

მწვრთნელი: დარასელია
მკითხველის კომენტარები / 3 /
ეს რა ვნახე განსაკუთრებით მესამე გოლზე? დაცვის ასე თამაში შეიძლება ? მინიმუმ გასაგდებია ეს ხალხი....
ემზარ დუისბურგი
09:43 12-07-2020
0
დილას ფანებს გილოცავთ! გული მისკდება იმის გახსენებაზე რომ ამ მიცვალებულებთან ქულები დავკარგეთ
ბათუმის ფანი
22:58 11-07-2020
1
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული