ეროვნული ლიგა. V ტური: გუნდი-სენსაცია - შეუჩერებელი "დილა" გალიდერდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
11 ივლისს, ეროვნული ლიგის მეხუთე ტურში "დილამ" სახლში 4:0 დაამარცხა "მერანი".

დაძაბული პირველი ტაიმის შემდეგ მასპინძლებმა მეორე ტაიმში შეძლეს თამაშში გარდატეხის შეტანა და დამსახურებული გამარჯვება მოიპოვეს. დუბლი ჩინებულ ფორმაში მყოფმა უკრაინელმა თავდამსხმელმა კოვტალიუკმა შეასრულა, რომელიც 5 გოლით ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირია.

"დილა" 11 ქულით გალიდერდა, თუმცა თუ 12 ივლისს თბილისის "დინამომ" ქუთაისში "ტორპედოს" მოუგო, ჩემპიონატზე ორხელისუფლებიანობა აღდგება.

გორი. "თენგიზ ბურჯანაძე"
დილა - მერანი 4:0
გოლები: 1:0 კოვტალიუკი (58), 2:0 გაგნიძე (64), 3:0 ლექვთაძე (74), 4:0 კოვტალიუკი (85, პენ)

დილა (3-5-2): გუგეშაშვილი, გიორბელიძე,
მაისაშვილი (კ), სანტოსი (ჩიტეიშვილი 46), იენდეუნტი, ეტოუ, ნონდი, მარკოზაშვილი (მადინგა 58), ლექვთაძე (სპანდერაშვილი 76), გაგნიძე, კოვტალიუკი

მწვრთნელი: ნემსაძე

მერანი (4-1-4-1): თევდორაძე, გაფრინდაშვილი, ფოფხაძე (კ), თევზაძე, კახელიშვილი, შარიქაძე (მიქაბერიძე 67), კაკაშვილი, დათუნაიშვილი, სარდალიშვილი, დეისაძე (შენგელიძე 34), ჩიქოვანი (ხაბულიანი 58)

მწვრთნელი: დარასელია
მკითხველის კომენტარები / 3 /
ეს რა ვნახე განსაკუთრებით მესამე გოლზე? დაცვის ასე თამაში შეიძლება ? მინიმუმ გასაგდებია ეს ხალხი....
ემზარ დუისბურგი
12 ივლისი 2020 09:43
0
დილას ფანებს გილოცავთ! გული მისკდება იმის გახსენებაზე რომ ამ მიცვალებულებთან ქულები დავკარგეთ
ბათუმის ფანი
11 ივლისი 2020 22:58
1
რიბეირო და ფორტესიც რო ყავდეთ ჩემპიონობაზეც გაიწევდნენ მარა ეხლა ბათუმის და თბილისის დინამოს მერე მესამე ადგილი რეალურია, საბურთალოც და ლოკომოტივიც რო ძალიან არიან დასუსტებულები ამის ფონზე რო აღარაფერი ვთქვათ ჩიხურაზე და ტორპედოზე.
შოთა
11 ივლისი 2020 22:54
1

სიახლეები პოპულარული