ეროვნული ლიგა. V ტური: "ტორპედომ" "დინამოს" გასაქანი არ მისცა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
12 ივლისს, ეროვნული ლიგის მეხუთე ტურში "ტორპედოსა" და თბილისის "დინამოს" მატჩი 0:0 დასრულდა.

სეზონის რესტარტი თბილისის "დინამოს" შესანიშნავი გამოუვიდა, თუმცა "ტორპედომ" გასაქანი არ მისცა და დაძაბული, მაგრამ ნაკლებად თვალსასეირო შეხვედრა უგოლოდ დასრულდა.

თბილისის "დინამო" 9 ქულით მეორე ადგილზეა, "ტორპედო" კი 5 ქულით - მეშვიდეზე.

18 ივლისს "ტორპედო" გასვლაზე ბათუმის "დინამოს" დაუპირისპირდება, ხოლო თბილისის "დინამო" 19 ივლისს ლიდერ "დილას" უმასპინძლებს.

ქუთაისი. "რამაზ შენგელია"

ტორპედო - დინამო (თბ) 0:0

გაძევება: გრიგალაშვილი (69), ქიმაძე (69)

ტორპედო (4-4-2): ბულისკერია, ტაბატაძე (კ), კასრაძე, ნარადაია, გრიგალაშვილი,
ადამაძე (მირცხულავა 60), ბობკო, ჯანელიძე, ივანიშვილი, ციცქიშვილი (მარკოვიჩი 72), ფანცულაია (კვერნაძე 74)

მწვრთნელი: ხაჩიძე

დინამო (თბ) (4-2-3-1): კვასხვაძე, ლოჩოშვილი, კობოური, ქიმაძე, იაშვილი, მექვაბიშვილი, პაპავა (კ), კუცია, ბუღრიძე (ქავთარაძე 46), პერნამბუკო (აზაროვი 67), კაპანაძე (გაბედავა 79)

მწვრთნელი: ჩხეტიანი
მკითხველის კომენტარები / 1 /
მწვრთნელი: ხაჩიძე
ეს ვინ არის? რავი ტორპედოს მწვრთნელი მე სხვა გვარის ვიცი :)
ფსშვიუ
10:24 13-07-2020
3

სიახლეები პოპულარული