ქართული ფეხბურთი

ეროვნული ლიგა

ქართული გუნდების ფან-კლუბთა ჯახი - "დინამოს" ფანებმა "ტორპედოს" ბანერი მოიპარეს

AutoSharing Option
ფოტო: facebook.com/Dinamo1925Ultras

თბილისის "დინამოს" ფანებმა ქუთაისში გამართული "ქართული კლასიკოს" დასრულების შემდეგ, ღამით "ტორპედოს" ფან-კლუბს გუნდის ბანერი მოჰპარეს.

მოგეხსენებათ, საკლუბო სიმბოლიკა ყველა გუნდის გულშემატკივართა წმინდა ნივთს წარმოადგენს და მისი დაკარგვა სირცხვილად ითვლება, ხოლო წართმევა კი - საამაყო საქმედ.

თბილისის "დინამოს" გულშემატკივრებმა მოპარული ბანერის ფოტო "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე განათავსეს და აღნიშნეს, რომ გაერთიანების დაბადების დღე ასე აღნიშნეს.

ამ საქციელმა კი "ტორპედოს" ფან-კლუბის უკმაყოფილება გამოიწვია და მათ საკუთარ "ფეისბუქგვერდზე" დაწერეს, რომ ღამით დაკეტილი სტადიონიდან დაუცველი ბანერის მოპარვა ღირსეული საქციელი არ იყო.

ასევე დაგაინტერესებთ