მეტოქის ფურთხებისა და გინებისთვის ეროვნული ლიგის ფეხბურთელები მკაცრად დაისაჯნენ [VIDEO]

AutoSharing Option
14 ივლისს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო და საფეხბურთო დავების განმხილველი კომიტეტის სხდომა გაიმართა. სხდომაზე განხილულ იქნა ეროვნული ლიგის მე-5 ტურის მატჩებში მომხდარი ინციდენტები.

პირველი შემთხვევა, რომელზეც სხდომის მიმდინარეობისას იმსჯელეს, "საბურთალო" - "თელავის" მატჩის 75-ე წუთზე მომხდარი ინციდენტი გახლდათ. კომიტეტის წევრების გადაწყვეტილებით, მატჩის ვიდეოჩანაწერის ანალიზის შემდეგ არასპორტული საქციელის (შეფურთხება) გამო, სფფ-ის სადისციპლინო კოდექსის 98-ე მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად, კლუბ "საბურთალოს" ფეხბურთელ გიორგი კოხრეიძეს ოთხმატჩიანი დისკვალიფიკაცია და 2-ათასლარიანი ფულადი ჯარიმა განესაზღვრა.


ამას გარდა, სხდომაზე "ტორპედო"-"დინამო თბილისის" 68-ე წუთზე მომხდარი ინციდენტი განიხილეს.
თბილისის "დინამოს" ფეხბურთელ გიორგი ქიმაძეს მეტოქის სიტყვიერი შეურაცხყოფისა და არასპორტული საქციელისთვის (შეფურთხება), სფფ-ის სადისციპლინო კოდექსის 98-ე მუხლის მე-10 და მე-11 პუნქტების მიხედვით, 5-მატჩიანი დისკვალიფიკაცია და ფულადი ჯარიმა 2400 ლარის ოდენობით განესაზღვრა. ხოლო ქუთაისის "ტორპედოს" ფეხბურთელ თორნიკე გრიგალაშვილს მეტოქის სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის, ამავე კოდექსის 98-ე მუხლის მე-11 პუნქტის მიხედვით, ორმატჩიანი დისკვალიფიკაცია და ფულადი ჯარიმა 400 ლარის ოდენობით დაეკისრა.


წყარო: erovnuliliga.ge

მკითხველის კომენტარები / 8 /
ქიმაძეს გაუმართლა რომ მაყურებელი არ იყო ტრიბუნებზე
dato
17 ივლისი 2020 13:20
0
ქართველებო და საქართველოში გაზრდილებო ყველა ეროვნების ადამიანებო მოდით ყველამ ერთად მათ შორის ჩემზეც ვიტყვი ჩავიხედოთ ჩვენს გულებში დავფიქრდეთ ყველამ ერთად ჩვენს მიერ შესაძლო ჩადენილ ნამოქმედარი და სამომავლოდ სამოქმედო მოქმედებებზე და ერთხელ და სამუდამოდ ეს რაღაც დასაგმობი არაკულტურული არაეთიკური არა ოჯახური ქუჩურ-მოძველბიჭო-ნერვოზული-არაპუნქტუალური ფეხებზე მკიდია-დაუდევარ-შეურაწყოფის მიმყენებლურ მენტალობას მოვრჩეთ რა!!! თავის ნერვების კონტროლი ვისწავლოთ, შეგვეძლოს და დედის გინებასაც გადავეჩვიოთ ერთმანეთის მისამართით!!! ვიყოთ მშვიდები ერთმანეთზე მზრუნველნი ერთმანეთის თანაგრძნობა გვქონდეს!!! გავუღიმოთ ერთმანეთს ყოველთვის უცხოებმაც კი ერთიმეორეს და ერთმანეთის თანაგრძნობა ვისწავლოთ და გვქონდეს და ასე გავზარდოთ და ავღზარდოთ შვილები თაობები!!! აი მაშინ აღარც მივაყენებთ შეურაცხყოფას და აღარც დავხოცავთ ერთმანეთს!!!
Simartle
16 ივლისი 2020 13:05
0
საინტერესოა ქიმაძე გაბედავდა იგივეს მაყურებელი რომ ყოფილიყო ქუთაისში? ვფიქრობ რომ ვერ გაბედავდა,,
Rezo
16 ივლისი 2020 09:24
0
ოღონდ ქართველი არ დავინდოთ საქართველოში და გადამთიელს ფეხქვეშგავეგებით! ფუი
valeri
16 ივლისი 2020 06:50
7
არიქა ზანგებს ჩაგრავენ! ბოდიში ხო არ მოვუხადოთ? ეგერე რო წიხლი მომიქნიოს, მოვტეხავ, საღოლ კოხრე
gagi
15 ივლისი 2020 21:06
23
აწი თუ რამე არ მოგეწონა მთავარია არ შეაფურთხე,წიხლები რამდენიც გინდა იქნიე)
ბათუმის ფანი
15 ივლისი 2020 16:56
8
ცეცაძე იფურთხება და ამათგან რა უნდა გაგვიკვირდეს, კოხრეიძისგან არ გამოვიდა მანიჩარ მაჩაიძე და ახლა აქლემს მიბაძა.
Gio
15 ივლისი 2020 16:27
4
მსაჯმა შეიძლება ვერ დაინახა,მაგრამ კოხრეიძეს თელავის ფეხბურთელმა,წიხლი შეგნებულულად მიაზილა და ამაზე არც არაფერი,სადაური სამართალია?სადისციპლინო კომიტეტის მისამართით ვამბობ,ამას.ჩანაწერში ეს აშკარად ჩანს და მე მგონი,წითელ ბარათს იმსახურებდა.ისე კარგია,რომ მსაჯებმა შედარებით ადვილად დაიწყეს ყვითელი ბარათების ამოღება და ამით დაუახლოვდნენ საერთაშორისო თამაშებში მსაჯების მოქმედების მანერას,მაგრამ ისიც არ დავივიწყოთ,რომ ევროპის ლიგებში,დისკვალიფიკაცია ორი გაფრთხილების დაგროვების შემდეგ კი არ დგება,არამედ 5,ზოგან 6 გაფრთხილების შემდეგ.ჩვენთან კი კვლავაც ორი გაფრთხილების შემდეგ დგება დისკვალიფიკაცია.ეს კი, უკვე ცუდია და გასწორება უნდა.მგონი ისევ ორი გაფრთხილების შემდეგაა დისკვალიფიკაცია საქართველოს ჩემპიონატზე.ასე არაა?ყოველ შემთხვევაში მე ასე მახსოვს და თუ ასეა,მაშინ აუცილებლად შესაცვლელია ეს წესი.
სოსო
15 ივლისი 2020 16:14
6

სიახლეები პოპულარული